უცხოური კალათბურთი

ევროპის ჩემპიონატი

უკრაინა ვერც ევრობასკეტ 2017-ს უმასპინძლებს

AutoSharing Option
უკრაინა ევროპის ჩემპიონატს კალათბურთში ვერც 2017 წელს უმასპინძლებს. ამის შესახებ ქვეყნის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა იგორ ჟდანოვმა განაცხადა.

"ევრობასკეტი 2017-ის უკრაინაში გამართვის პერსპექტივას ვერ ვხედავ. შეუძლებელია, ევროპის ჩემპიონატის გამართვა ქვეყანაში, სადაც ომია გაჩაღებული. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ამისთვის არც ფული გვაქვს და არც ის ვიცით, როგორ განვითარდება მომავალში პოლიტიკური ვითარება", - აღნიშნა ჟდანოვმა.

შეგახსენებთ, რომ თავდაპირველი გადაწყვეტილებით, 2015 წლის ევრობასკეტი უკრაინაში უნდა გამართულიყო, მაგრამ ფიბა-ევროპამ ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა გაითვალისწინა და ტუნრირის მასპინძლობის უფლება საფრანგეთს, ხორვატიას, ლატვიასა და გერმანიას მისცა.

ევროპული კალათბურთის ხელმძღვანელობა აქამდე იმედოვნებდა, რომ კონტინენტის პირველობის მასპინძლობას უკრაინა 2017 წელს მაინც შეძლებდა, თუმცა...