ახალი ვარსკვლავი იბადება

AutoSharing Option
სავარაუდოდ, სერბეთის ნაკრებს ერთ-ერთი წამყვანი კალათბურთელის გარეშე მოუწევს ევროპის ჩემპიონატზე გამგზავრება.

მადრიდის "რეალის" ფორვარდი ნოვიცა ველიჩკოვიჩი სერბების დამრიგებელმა დუშან ივკოვიჩმა შეკრებაზე გამოიძახა, მაგრამ თავად კალათბურთელს ეჭვი ეპარება, რომ მოასწრებს ევრობასკეტისთვის მწყობრში ჩადგომას.

"დღეს ევრობასკეტზე საერთოდ არ ვფიქრობ. მთავარია ტრავმა მოვირჩინო და უკვე შემდეგ მივიღებ საბოლოო გადაწყვეტილებას. მადლობას ვუხდი მწვრთნელს მხარდაჭერისთვისა და ნდობისთვის. ვიცი, რომ მას ჩემი იმედი აქვს", - განაცხადა ველიჩკოვიჩმა.

* * *
საფრანგეთის ნაკრებს შეუერთდა წამყვანი ცენტრი ჟოაკიმ ნოა. ფრანგები ქალაქ პოში გადიან შეკრებას და ნოა იქ ლოს
ანჯელესიდან ჩავიდა, სადაც ფეხის ტრავმას მკურნალობდა.

"ნოა კალათბურთს მოწყურებულია, თუმცა მას არ გააჩნია მსგავს ტურნირებში გამოსვლის გამოცდილება. ასე რომ, ჩვენი მხრიდან მასზე ზეწოლა არ იქნება", - განაცხადა საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვენსან კოლემ.

* * *

გერმანიის ნაკრები ჯერჯერობით თავისი ორი წამყვანი კალათბურთელის - დირკ ნოვიცკისა და კრის კამანის გარეშე ემზადება ევროპის ჩემპიონატისთვის. მათ გარეშე გერმანელებმა წააგეს საკონტროლო შეხვედრა ფინეთთან - 74:79.

"ვიცოდით, რომ ფინეთი სერიოზული მეტოქე იყო. მაგრამ ჩვენ საკმარისი დრო გვაქვს მოსამზადებლად", - თქვა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დირკ ბაუერმანმა.

სავარაუდოდ, ნოვიცკი და კამანი გუნდს 19 აგვისტოსთვის შეუერთდებიან, როცა მათი დაზღვევის საკითხი მოგვარდება.

გერმანია-ფინეთი 74:79
15:21, 26:15, 18:21, 15:22
გერმანია: ოლბრეხტი (24), ვისოცკი (14), ბენზინგი (10).
ფინეთი: კოპონენი (19), კოივისტო (16), მუურინენი (12), კოტი (9).

* * *
ბრწყინვალე დებიუტი ჰქონდა ლიტვის ნაკრების რიგებში ევროპული კალათბურთის ამომავალ ვარსკვლავს, 19 წლის იონას ვალანჩუნასს. ევრობასკეტის მასპინძელმა 21 ქულით გაანადგურა ჩეხეთის ნაკრები, ვალანჩუნასმა კი ორმაგი დუბლით დაასრულა შეხვედრა. იონასს უკვე უწოდებენ მომავალი პირველობის მთავარ აღმოჩენას.

ლიტვა-ჩეხეთი 94:73
24:16, 21:23, 24:21, 25:13
ლიტვა: ვალანჩუნასი (26 ქულა - 9/10 თამაშიდან, 8/8 საჯარიმოები+10 მოხსნა), პეტრავიჩუსი (12), იასიკიავიჩუსი (11+7 პასი), მოტეიუნასი (11).
ჩეხეთი: ჰუშკა (16), პომიკალეკი (12), შვრდლიკი (12).

* * *
რუსეთი-იტალია 67:71
21:19, 16:13, 14:17, 16:22
რუსეთი: მოზგოვი (15+8 მოხსნა), მონია (12+6 მოხსნა), ფრიძონი (12), ვორონცევიჩი (10), შაბალკინი (10).
იტალია: ბარნიანი (23), მანჩინელი (20+6 მოხსნა), ბელინელი (8).

იტალია-საბერძნეთი 70:76
18:26, 15:12, 13:12, 24:26
იტალია: ბელინელი (21), ბარნიანი (14), დატომე (11+8 მოხსნა), მანჩინელი (10).
საბერძნეთი: ბურუსისი (13), ბრამოსი (12), ფოცისი (11+8 მოხსნა), პაპანიკოლაუ (11+7 მოხსნა+3 ჩაჭრა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული