ევროლიგა: ცარიელი სტამბული და ბელგრადი

AutoSharing Option
ევროლიგის სადისციპლინო კომიტეტმა მკაცრი სასჯელი გამოუტანა თურქეთის "გალათასარაისა" და სერბეთის "ცრვენა ზვეზდას" ჯგუფური ეტაპის მეექვსე ტურში გულშემატკივართა აგრესიული საქციელის გამო.

როგორც ოფიციალურ პრესრელიზში წერია, "გალათასარაი" ევროლიგის ეგიდით უახლოეს სამ საშინაო შეხვედრას მაყურებლის გარეშე ჩაატარებს. გარდა ამისა, თურქულ კლუბს, რომელსაც ფინანსური პრობლემები აქვს, 100 ათასი ევროს ოდენობის ჯარიმა დააკისრეს.

ერგინ ათამანის გუნდი TOP16-ში მოსახვედრად იბრძვის. ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში "გალათასარაი" საკუთარ მოედანზე მიიღებს "ოლიმპიაკოსს". თურქული კლუბის დისკვალიფიკაციის ათვლა სწორედ ამ მატჩიდან დაიწყება.

ასევე, ევროლიგამ დაადგინა, რომ ერთ საშინაო შეხვედრას ჩაატარებს მაყურებლების
გარეშე ბელგრადის "ცრვენა ზვეზდა". სასჯელის მიზეზი იგივეა, რაც "გალათასარაის" შემთხვევაში. ბელგრადელები 50 ათასი ევროთიც დააჯარიმეს. ასე რომ, სერბულ კლუბს ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში "კახა ლაბორალთან" მატჩში არ ექნება საკუთარი გულშემატკივრის მხარდაჭერის იმედი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული