ევროლიგის კენჭისყრა: 24 ექვსად დაიყო

AutoSharing Option
ბარსელონაში ევროლიგის 2013-14 წლების რეგულარული სეზონის წილისყრა გაიმართა. პირველ ეტაპზე 24 გუნდი ოთხ ქვეჯგუფში შემდეგნაირად გადანაწილდა:

A ჯგუფი
ბარსელონა (ესპანეთი)
ცსკა (რუსეთი)
ფენერბაჰჩე (თურქეთი)
ბუდიველნიკი (უკრაინა)
პარტიზანი (სერბეთი)
ნანტი (საფრანგეთი)

B ჯგუფი
რეალი (ესპანეთი)
ეფესი (თურქეთი)
ჟალგირისი (ლიტვა)
ბამბერგი (გერმანია)
მილანი (იტალია)
სტრასბური (საფრანგეთი)

C ჯგუფი
ოლიმპიაკოსი (საბერძნეთი)
მონტეპასკი (იტალია)
უნიკახა (ესპანეთი)
გალათასარაი (თურქეთი)
ზელენა-გურა (პოლონეთი)
ბაიერნი (გერმანია)

D ჯგუფი
პანათინაიკოსი (საბერძნეთი)
მაკაბი (ისრაელი)
კახა ლაბორალი (ესპანეთი)
ლოკომოტივი (რუსეთი)
ცრვენა ზვეზდა (სერბეთი)
კვალიფიკაცია

ევროლიგის რეგულარული სეზონი 17 ოქტომბერს აიღებს სტარტს.

* * *
გაიმართა კვალიფიკაციის წილისყრა. ამ მინი-ტურნირმა უნდა გამოავლინოს 24-ე გუნდი, რომელიც ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს.

I რაუნდი
ვარეზე (იტა)-ოლდენბურგი (გერ)
ლ. რიტასი (ლიტ)-ვეფ (ლატვია)

ამ წყვილების გამარჯვებულები ერთმანეთს შეხვდებიან კვალიფიკაციის მეორე რაუნდში.

ნიმბურგი (ჩეხ)-ბანვითი (თურ)
ხიმკი (რუს)-ტელენეტი (გერ)

ამ ორი წყვილის გამარჯვებულები ერთმანეთში ითამაშებენ მესამე გადამწყვეტი რაუნდის საგზურისთვის. იქ კი თითო კვარტეტის საუკეთესო გუნდები ფინალში შეხვდებიან ერთმანეთს.

* * *
გაირკვა ქალაქი, რომელიც 2013-14 წლების სეზონში ევროლიგის "ოთხთა ფინალს" უმასპინძლებს. გადაწყდა, რომ ევროპის რანგით პირველი ტურნირის გადამწყვეტი მატჩები მილანში გაიმართება. შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში "ოთხთა ფინალს" ლონდონმა უმასპინძლა და იქ გამარჯვება "ოლიმპიაკოსმა" მოიპოვა. 4 ივლისს ბერძნული გრანდის დამრიგებელი გეორგიოს ბარცოკასი ევროლიგის 2012-13 წლების სეზონის საუკეთესო მწვრთნელად გამოაცხადეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ევროლიგის MVP ვასილის სპანულისია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული