ისრაელი კალათბურთის გარეშე რჩება

AutoSharing Option
ისრაელში საკალათბურთო ჩემპიონატი რეალურად ჩაშლის პირას არის მისული. ადგილობრივი კალათბურთელების გაფიცვის გამო, უკვე გაუქმდა რეგულარული სეზონის სამი ტური.

გაფიცვის მონაწილეები ისრაელელი მოთამაშეების არიან. მათ დავა აქვს პროფესიული საკალათბურთო ლიგის დირექტორატთან. კალათბურთელები ითხოვენ, რომ ისრაელის ჩემპიონატის მატჩებში, ერთი გუნდიდან მოედანზე ერთდროულად მინიმუმ სამი ადგილობრივი მოთამაშე იმყოფებოდეს, ლიგის დირექტორატი კი ირწმუნება, რომ ეს რიცხვი ორს არ უნდა აღემატებოდეს. კონფლიქტის კიდევ ერთი მიზეზია გუნდების განაცხადებში ლეგიონერთა რაოდენობის შემცირება და შესაბამისი ლიმიტის დაწესება.

"სწრაფი ნაბიჯებით ვუახლოვდებით კატასტროფას", - ამბობს თელ-ავივის "მაკაბის" მთავარი მწვრთნელი დევიდ
ბლატი. ამ კლუბის ხელმძღვანელობამ აუკრძალა თავის მოთამაშეებს გაფიცვაში მონაწილეობა. "მაკაბიში" სერიოზულად არიან შეშფოთებულნი იმის გამო, რომ ჩემპიონატის მატჩების გაუქმება ცუდად აისახება გუნდის სათამაშო ფორმაზე ევროლიგის პლეი ოფის მატჩების წინ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული