ალენი ბეშიქთაშში წავიდა

AutoSharing Option

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ლეგენდა ალენ აივერსონი თურქეთში სათამაშოდ მიდის. როგორც Yahoo! Sports წერს, 2001 წლის საუკეთესო მოთამაშე კონტრაქტის დეტალებზე შეუთანხმდა "ბეშიქთაშს". ხელშეკრულება ორწლიანი იქნება და NBA-ის "ყველა ვარსკვლავის მატჩის" ცხრაგზის მონაწილე ჯამში 4 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს.

კონტრაქტში გათვალისწინებულია 2010-11 წლების სეზონის შემდეგ აივერსონის მხრიდან ხელშეკრულების ცალმხრივად გაწყვეტის შესაძლებლობა. ამავდროულად, გარიგება არ ითვალისწინებს კონტრაქტის გაუქმებას იმ შემთხვევაში, თუ სეზონის მსვლელობისას 35 წლის კალათბურთელით NBA-ის რომელიმე კლუბი დაინტერესდება.

აივერსონის ბოლო კლუბი "ფილადელფია სიქსერზი" იყო. შარშან ამ გუნდში ვეტერანმა მცველმა 25 მატჩი ჩაატარა

და საშუალოდ 13.9 ქულა დააგროვა. ეს მაჩვენებელი ორჯერ ნაკლებია ალენის კარიერულ მონაგარზე.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული