ხუან კარლოს ნავაროს ახალი რეკორდი

AutoSharing Option
პარასკევს დასრულდა ევროლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტური. მატჩების პერიპეტიების აღწერის ნაცვლად, გამოვყოფთ განვლილი მატჩების რამდენიმე საინტერესო მომენტს.

ტურის გადადგომა
ევროლიგის პირველმა ტურმა “ლეტუვოს რიტასის” მთავარი მწვრთნელი ალექსანდრ ჯიკიჩი შეიწირა. კლუბის ხელმღვანელობამ სეზონის ცუდი დასაწყისისთვის დაითხოვა პოსტიდან ეს სპეციალისტი. ლიტვურმა გუნდმა ვთბ-ის ლიგის ორი მატჩი წააგო “ასტანასთან” და “სპარტაკთან” და ახლა ევროლიგაზე დამარცხდა მოსკოვის ცსკა-სთან. ჯიკიჩის შემცვლელი გახდა მისი ასისტენტი - დარიუს მასკოლიუნასი.

არადა, “ლეტუვოს რიტასი” ძალიან ახლოს იყო ცსკა-სთან სენსაციურ გამარჯვებასთან. საფინალო სერენამდე ერთი წუთით ადრე სტუმრები ოთხ ქულას იგებდნენ,
მაგრამ აქ სცენაზე გამოვიდა სონი უიმზი. “ჟალგირისის” ყოფილმა მოთამაშემ მოკლე დროში სამქულიანი შეტევა განახორციელა, ჩაჭრა და დაფარება მიითვალა, კიდევ ორი ქულა აიღო და მასპინძლებს მინიმალური უპირატესობა მოუტანა.

ძველი მეტოქეები
მოქმედმა ჩემპიონმა “ოლიმპიაკოსმა” ტურნირი მოგებით დაიწყო - მას მეტოქედ “კახა ლაბორალი” ჰყავდა, რომელთან ერთადაც შარშანაც ერთ ჯგუფში თამაშობდა. პირველ მეოთხედში 10:0 გაქცევით ესპანელებმა ინიციატივა მოიპოვეს, მაგრამ მალე მასპინძლებმა 16:0 სპურტით უპასუხეს. პრინტეცისისა და სპანულისის წყალობით, “ოლიმპიაკოსმა” მეორე მეოთხედში 30 ქულა დააგროვა. “კახა ლაბორალმა” სცადა თამაშის გადარჩენა და მესამე 10-წუთეულში წინ გასვლაც მოახერხა, მაგრამ ბოლოსკენ ანტიჩმა იყოჩაღა, როცა სლემ-დანკითა და სამქულიანით ცხრა ქულამდე აიყვანა თავისიანების უპირატესობა.

ტურის განადგურება
ყველაზე დამაჯერებელი გამარჯვება არა რომელიმე გრანდმა, არამედ “ჟალგირისმა” მოიპოვა. როგორც ცნობილია, სეზონის წინ ლიტველებმა მნიშვნელოვნად გააძლიერეს შემადგენლობა, რაშიც მისი პირველი მეტოქე “ცედევიტა” დარწმუნდა. უკვე პირველი ტაიმის შემდეგ მასპინძელთა უპირატესობა 15 ქულას უდრიდა, ხოლო საფინალო სირენამდე ორი წუთით ადრე, ლაფაიეტის სამქულიანის შემდეგ, სხვაობა 30 ქულა იყო. საინტერესოა, რა ანგარიშით მოიგებდა შეხვედრას “ჟალგირისი”, მთელი მატჩის განმავლობაში 19 შეცდომა რომ არ დაეშვა.

ტურის სერია
რვა მატჩი - სწორედ ამდენი ხანი გრძელდება "უნიკახას" მოუგებელი სერია ევროლიგაზე. ესპანელები თანაბრად ებრძოდნენ "მაკაბის". მეოთხე მეოთხედში ერთხელ ორ ქულამდეც შეამცირეს სხვაობა, მაგრამ ისრაელის ჩემპიონმა მეტი შანსი აღარ მისცა მეტოქეს. ელიაჰუს სამწამიანში ყოჩაღობამ და ოჰაიონის ორმა სამქულიანმა შანსი აღარ დაუტოვა "უნიკახას".

ტურის რიცხვი
მორიგი მიღწევა ჩაიწერა აქტივში ხუან კარლოს ნავარომ. როგორც იცით, გასულ სეზონში "ბარსელონას" მცველი ევროლიგის ლიგის ისტორიაში ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი გახდა. ახლა კი მან გაუსწრო ნიკოლა ვუიჩიჩს და ერთპიროვნული ლიდერი გახდა ზუსტი ტყორცნების რაოდენობით - "ბამბერგთან" მატჩის შემდეგ ესპანელის მაჩვენებელი 930-ს უდრის.

ტურის სიმბოლური
ზორან პლანიჩიჩი (ხიმკი)
ჯერელ ბლესინგეიმი (პროკომი)
ემირ პრელჯიჩი (ფენერბაჰჩე)
ერლ კაროუეი (უნიკახა)
არონ ბეინსი (ოლიმპია)

ტურის MVP
ემირ პრელჯიჩი (ფენერბაჰჩე)

A ჯგუფი
ფენერბაჰჩე-ხიმკი 92:80
25:25, 21:11, 16:18, 30:26
ფ: პრელჯიჩი (20), მაკალები (17), ონანი (15), სატო (12), სავაში (11+3 დაფარება).
ხ: პლანიჩიჩი (17+8 პასი), რივერსი (14), ჟუკანენკო (12+4 დაფარება), ლონჩარი (11+3 დაფარება), მონია (10).
კანტუ-ოლიმპია 71:84
17:20, 23:21, 13:18, 18:25
კ: არადორი (16+8 მოხსნა), მარკოიშვილი (13), ბრუქსი (10).
ო: პეიჯი (17), ბეინსი (16+12 მოხსნა), სალინი (15), ბლაჟიჩი (12).
რეალი-პანათინაიკოსი 85:78
22:20, 13:24, 24:16, 26:18
რ: ფერნანდესი (23), მიროტიჩი (18+8 მოხსნა), ლიული (15).
პ: შორცანიდისი (23), დიამანტიდისი (13+6 პასი), ცარცარისი (10+6 მოხსნა), პანკო (10).

B ჯგუფი
შალონი-პროკომი 81:74
11:12, 22:16, 24:20, 24:26
შ: რაში (17+4 ჩაჭრა), ევტიმოვი (17), შიკამბუ (16+9 პასი), შილბი (13+4 ჩაჭრა).
პ: კოშარეკი (14+7 მოხსნა+3 ჩაჭრა), პონიტკა (13), რობინსონი (12), კაზუ (11+3 დაფარება), ბლესინგეიმი (7+11 პასი).

უნიკახა-მაკაბი 80:85
20:25, 16:22, 27:18, 17:20
უ: კელოუეი (25), სიმონი (19), ურტასუნი (15), უილიამსი (10).
მ: ჰიკმენი (16), ლოგანი (14), ელიაჰუ (13+3 ჩაჭრა), პნინი (11).

მონტეპასკი-ალბა 82:92
25:25, 14:17, 20:27, 23:23
მ: მოსი (17), კანგური (13), ბრაუნი (10).
ა: ვუდი (15), ჯედოვიჩი (14), ავდალოვიჩი (14), იდბიჰი (13), ტომპსონი (10), მირალესი (10).

C ჯგუფი
ჟალგირისი-ცედევიტა 90:62
27:20, 28:18, 24:15, 11:9
ჟ: იანკუნასი (20), კ. ლავრინოვიჩი (17), პოპოვიჩი (15+5 პასი), ლაფაიეტი (10).
ც: ჟელაბალი (16), რაიტი (15).

ოლიმპიაკოსი-კ. ლაბორალი 85:81
18:23, 30:14, 17:29, 20:15
ო: პრინტეცისი (17), სპანულისი (16+6 პასი), პერპეროგლუ (14).
კ-ლ: ლამპე (18), ოლესონი (13), სან ემეტერიო (11), ნოჩიონი (11), ბიელიცა (11).

მილანი-ეფესი 80:75
18:15, 22:19, 24:16, 16:25
მ: ბურუსისი (23+7 მოხსნა), ლენგფორდი (16), ჰეირსტონი (10+8 პასი).
ე: ფარმარი (19), სავანოვიჩი (12+7 მოხსნა), კუკო (10).

D ჯგუფი
ცსკა-ლ. რიტასი 75:73
20:23, 26:14, 8:15, 21:21
ც: უიმსი (14), კრსტიჩი (12+7 მოხსნა), ხრიაპა (12), ერცეგი (11+3 ჩაჭრა), ტეოდოშიჩი (10).
ლ-რ: სეიბუტისი (19+6 მოხსნა+3 ჩაჭრა), კატელინასი (12), ნედოვიჩი (11), პადოშევიჩი (10).

ბეშიქთაში-პარტიზანი 81:65
19:14, 20:16, 22:23, 20:12
ბ: კრისტოფერი (25), ჯერელსი (15).
პ: ლუჩიჩი (18), ვესტერმანი (12).

ბარსელონა-ბამბერგი 72:60
26:9, 17:17, 21:18, 8:16
ბარ: ტომიჩი (12+9 მოხსნა), მიკელი (12), ლორბეკი (11), უოლასი (10).
ბამ: ნახბარი (20).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული