ჩემპიონი სტამბოლში მიდის

AutoSharing Option
საკალათბურთო ევროლიგაზე ერთადერთ წყვილში რჩებოდა გასარკვევი ნახევარფინალისტი. მეხუთე მატჩის თამაში დასჭირდათ "პანათინაიკოსსა" და "მაკაბის". საკუთარი მოედნის უპირატესობა ევროლიგის მოქმედ ჩემპიონს ჰქონდა, ამიტომაც შეხვედრა ათენში გაიმართა.

თანაბარი პირველი მეოთხედის შემდეგ, "პანათინაიკოსმა" მეორე მეოთხედში სერიოზული ჰადიკაპი მიიღო - 10-წუთიანი მონაკვეთი 11 ქულით მოიგო და დიდი შესვენებისთვის 9-ქულიან უპირატესობას მიაღწია. მესამე მეოთხედში არაფერი შეცვლილა - თანაბარი 10 წუთის შემდეგ, ბოლო მეოთხედის წინ "პანათინაიკოსი" ისევ 9 ქულით იყო წინ. ბოლო მეოთხედში ეს უპირატესობა შენარჩუნდა და სირენამდე 2 წუთითა და 23 წამით ადრე მასპინძლები ისევ
კომფორტულად გრძნობდნენ თავს - 78:69.

მაგრამ აქ "მაკაბიმ" კინაღამ სასწაული მოახდინა. დაახლოებით წუთნახევრიან მონაკვეთში ისრაელის ჩემპიონი ლენგფორდისა და ბლუს მონდომებით 13:5 გაიქცა და "პანათინაიკოსის" უპირატესობა ერთ ქულამდე დავიდა. ბოლოს კი, პნინის ზედიზედ სამი საჯარიმოთი სტუმრებმა ანგარიში გაათანაბრეს - 85:85.

"პაომ" ბოლო შეტევა მატჩის საუკეთესო მოთამაშეს, დიამანტიდისს (25 ქულა) მიანდო, რომლის წინააღმდეგ დაჯარიმდნენ. ბერძნების მცველმა ორიდან ერთი თავისუფალი ჩააგდო და "მაკაბის" ბოლო შეტევისთვის ხუთი წამი დარჩა, მაგრამ სტუმრებმა მეტოქის ნახევარზე გადასვლაც ვერ მოასწრეს და "პანათინაიკოსმა" 86:85 მოიგო.

ასე რომ, სტამბოლში, 11 მაისს "ოთხთა ფინალის" ნახევარფინალში ერთმანეთს ხვდებიან: ცსკა-"პანათინაიკოსი", "ბარსელონა"-"ოლიმპიაკოსი".

პანათინაიკოსი-მაკაბი 86:85
18:20, 23:12, 21:21, 24:32
პ: დიამანტიდისი (25+6 მოხსნა), იასიკიავიჩუსი (13), პერპეროგლუ (9), ბატისტი (8+5 მოხსნა), ვუიუკასი (8).
მ: ბლუ (14), ლენგფორდი (11), ბურშტეინი (10), ოჰაიონი (10), სმიტი (9+9 მოხსნა), პნინი (9), ჰენდრიქსი (8+4 პასი), შორცანიდისი (8).
სერია: 3-2

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული