"ჟალგირისი" გაძვრა

AutoSharing Option
ევროლიგაზე პირველი ჯგუფური ეტაპის ბოლო ტური ექვსი მატჩით გაიხსნა, თუმცა ინტრიგა მხოლოდ ერთ შეხვედრაში იყო - "ჟალგირისს" საკუთარ მოედანზე უნდა დაემარცხებინა ხორვატიის "ზაგრები" და B ჯგუფიდან მეოთხე საგზურს მოიპოვებდა.

მატჩი უკეთ "ზაგრებმა" დაიწყო და მცირე უპირატესობა მოიპოვა, მაგრამ პირველ მეოთხედში "ჟალგირისმა" ამას 20:3 გაქცევით უპასუხა და სონი უიმსის აქტიურობით 28:18 მოიგო პირველი ათწუთეული.

მეორე მეოთხედიც "ჟალგირისის" უპირატესობით დაიწყო და ლიტვის ჩემპიონმა მორიგი გაქცევა მოაწყო - 13:2, რის შემდეგაც მასპინძელთა უპირატესობამ 20 ქულა გადააჭარბა.

"ზაგრებმა" გაბრძოლება სცადა და მესამე და მეოთხე
მეოთხედების მოგებაც შეძლო, მაგრამ ეს მხოლოდ იმისთვის აღმოჩნდა საკმარისი, რომ ხორვატულ კლუბს სხვაობა 11 ქულამდე შეემცირებინა.

"ჟალგირისმა" 87:76 მოიგო და ცსკა-სთან, "პანათინაიკოსთან" და "უნიკახასთან" ერთად გავიდა მეორე ჯგუფურ ეტაპზე.

B ჯგუფი
პანათინაიკოსი-ბამბერგი 71:66

12:22, 18:16, 26:15, 15:13
პ: დიამანტიდისი (14), ვუიუკასი (12), კაიმაკოგლუ (11+10 მოხსნა), სატო (9+7 მოხსნა), ბატისტი (8+8 მოხსნა).
ბ: სუპუტი (11+5 მოხსნა), რობერტსი (11), ტაკერი (10), პლიაისი (9+8 მოხსნა), სლოფტერი (9+7 მოხსნა).

ჟალგირისი-ზაგრები 87:76
28:18, 18:11, 20:21, 21:26
ჟ: უიმსი (20), პოპოვიჩი (17), იანკუნასი (12+8 მოხსნა), იავტოკასი (10), კალნიეტისი (9+7 პასი+5 მოხსნა).
ზ: კასუნი (20+8 მოხსნა), ბაბიჩი (17), მეი (15+6 მოხსნა), რანჩიჩი (12+4 პასი), მულაომეროვიჩი (10+4 პასი).

უნიკახა-ცსკა 83:91
23:22, 18:22, 22:27, 20:20
უ: ფრილენდი (16), ფიტჩი (16+6 მოხსნა+5 პასი), პერიჩი (16+7 მოხსნა+4 პასი), პეინი (12), ზორიჩი (12+8 მოხსნა).
ც: ტეოდოშიჩი (18+10 პასი), კრსტიჩი (14+6 მოხსნა), პონკრაშოვი (13), შვედი (12+4 პასი).

მ წ +/-
1. ცსკა 10 0 141
2. პანათინაიკოსი 7 3 95
3. უნიკახა 4 6 -17
4. ჟალგირისი 4 6 -49
5. ბამბერგი 3 7 -21
6. ზაგრები 2 8 -149

D ჯგუფი
ოლიმპია-უნიქსი 63:76

11:25, 18:16, 12:13, 22:22
ო: ბლაჟიჩი (13+9 მოხსნა), სალინი (11+4 პასი), მოჩნიკი (11), ტომპსონი (10), როტბარტი (8+10 მოხსნა).
უ: დომერკანტი (16+5 მოხსნა), სავრასენკო (14), ლაიდეი (14), მაკარტი (13), გრირი (12).

პროკომი-მონტეპასკი 53:79
16:18, 7:19, 21:13, 9:29
პ: ჰრიცანიუკი (16+6 მოხსნა), ზამოისკი (12).
მ: არადორი (23+7 მოხსნა).

ბარსელონა-გალათასარაი 79:50
23:13, 28:17, 17:11, 11:9
ბ: გდონგი (16+6 მოხსნა+4 დაფარება), ლორბეკი (13+5 მოხსნა).
გ: ოზერი (11).

მ წ +/-
1. ბარსელონა 9 1 194
2. მონტეპასკი 8 2 83
3. უნიქსი 7 3 46
4. გალათასარაი 4 6 -42
5. პროკომი 1 9 -125
6. ოლიმპია 1 9 -156

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული