პირველი საგზური არმიელებისაა

AutoSharing Option
ოთხი მატჩით დაიწყო ევროლიგის ჯგუფური ეტაპის მეექვსე ტური. თითო ქვეჯგუფში თითო შეხვედრა გაიმართა.

პრინციპული იყო მატჩი A ჯგუფში "ოლიმპიაკოსსა" და "ბილბაოს" შორის. ორივე გუნდს აქამდე ორ-ორი მოგება ჰქონდა და გამარჯვება შემდეგ ეტაპზე გასვლის კარგ შანსს იძლეოდა. შესაბამისად, შეხვედრა ძალიან დაძაბული გამოვიდა და "ოლიმპიაკოსმა" მხოლოდ ბოლო მეოთხედში დაამტკიცა ფავორიტის სტატუსი.

"ბილბაომ" მესამე მეოთხედი აღმავლობით ჩაატარა და ბოლო 10-წუთეულის წინ ერთი ქულით გავიდა წინ, მაგრამ მატჩის ბოლოს გადამწყვეტი სიტყვა თქვა "ოლიმპიაკოსის" ვეტერანმა სპანულისმა. მისი აქტიურობით ბერძნებმა 28:20 მოიგეს ბოლო მეოთხედი და 88:81
გაიმარჯვეს. სპანულისი 29 ქულით ორივე გუნდში ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი იყო.

*  *  *
B ჯგუფში ზედიზედ მეექვსე გამარჯვებას მიაღწია მოსკოვის ცსკა-მ და პირველმა გაინაღდა შემდეგ ეტაპზე თამაში. არმიელებმა 13 ქულით მოუგეს ტრადიციულ მეტოქეს კაუნასის "ჟალგირისს". მასპინძლებს თავიანთი ლიდერი - ანდრეი კირილენკო აკლდათ და ამის გამო პირველ მეოთხედში ოდნავ გაუჭირდათ - ლიტველებმა მატჩის საწყისი მონაკვეთი მინიმალური სხვაობით მოიგეს.

მაგრამ ამის შემდეგ ცსკა მეთოდურად ზრდიდა ანგარიშს თავის სასარგებლოდ, ხოლო გადამწყვეტი დარტყმა მეტოქეს მეოთხე მეოთხედში მიაყენა. ბოლო 10-წუთეული არმიელებმა 6 ქულით მოიგეს და საბოლოოდ - 95:82 გაიმარჯვეს.

კირილენკოს არყოფნაში ლიდერის როლი სერბმა ცენტრმა ნენად კრსტიჩმა იტვირთა, რომელმაც 21 ქულა შესძინა მოსკოველებს.

"ჟალგირისს" ექვსი ტურის შემდეგ მხოლოდ ერთი მოგება აქვს და პრაქტიკულად დაკარგა შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი.

*  *  *
ლოგიკური შედეგი დაფიქსირდა თურქეთის "ეფესისა" და სერბეთის "პარტიზანის" შეხვედრაში. მართალია, სერბეთის ჩემპიონმა სამ მეოთხედში ტოლსწორად იბრძოლა თურქული გრანდის წინააღმდეგ, მაგრამ მესამე მეოთხედი ჩააგდო და ამის ხარჯზე დამარცხდა.

პირველი ტაიმი "ეფესმა" მხოლოდ ორი ქულით მოიგო. სწორედ ამ დროს ათამაშდა რუსი ჩოგბურთელის მარია შარაპოვას ბოიფრენდი საშა ვუაიჩიჩი, რომელმაც თავისი გუნდის 11-ქულიანი გაქცევა უზრუნველყო და ამის შემდეგ "პარტიზანი" მეტოქეს ვეღარ დაეწია. მართალია, სტუმრებმა ოთხი ქულით მოიგეს ბოლო მეოთხედი, მაგრამ საბოლოო ჯამში, 58:67 დამარცხდნენ.

"ეფესი" ამ მოგებით გაუთანაბრდა პარტიზანს - მათ ექვსიდან სამ-სამი მოგება აქვთ.

*  *  *
დაბოლოს, სენსაცია მოხდა სიენაში, სადაც ადგილობრივმა "მონტეპასკიმ" რუსეთის უნიქსთან წააგო.

იტალიელთა პრობლემები პირველ მეოთხედში გამოჩნდა რომელიც სტუმრებმა 5 ქულით მოიგეს, თუმცა ასეთივე სხვაობა დაფიქსირდა მეორე 10-წუთეულში "მონტეპასკის" სასარგებლოდ და გუნდები საყაიმო ანგარიშით გავიდნენ შესვენებაზე.

მესამე მეოთხედი უკეთ "მონტეპასკიმ" ჩატარა და ოთხი ქულით გაიჭრა წინ. თითქოს იტალიელებს აღარ უნდა გაჭირვებოდათ გამარჯვება, მაგრამ უნიქსის ლიდერი დომერკანტი შეუჩერებელი იყო. მან თავისი მონაგარის თითქმის ნახევარი ბოლო მეოთხედში მოიხვეჭა და მისი დახმარებით რუსებმა ბოლო 10 წუთი ათი ქულით, ხოლო მატჩი ექვსი ქულის სხვაობით მოიგეს - 79:73.

დომერკანტმა 24 ქულა დააგროვა, "მონტეპასკიში" კი 22 ქულით ყველაზე შედეგიანი მაკალები იყო.

"მონტეპასკი" და უნიქსი 4-4 მოგებით მეორე-მესამე ადგილებს იყოფენ ჯგუფში.

A ჯგუფი
ოლიმპიკოსი-ბილბაო 88:81
27:24, 18:18, 15:19, 28:20
ო: სპანულისი (29), ანტიჩი (18+5 მოხსნა), ჰეინსი (13+7 მოხსნა), პრინტეცისი (8), პაპანიკოლაუ (8).
ბ: მუმბრუ (17), ბანიჩი (15), ბლუმსი (14), ჯექსონი (13), ფიშერი (9+7 მოხსნა).

მ წ +/-
1. კ. ლაბორალი 3 2 7
2. კანტუ 3 2 7
3. ფენერბაჰჩე 3 2 -1
4. ოლიმპიაკოსი 3 3 9
5. ნანსი 2 3 -9
6. ბილბაო 2 4 -13

B ჯგუფი
ცსკა-ჟალგირისი 95:82
24:25, 27:20, 22:21, 22:16
ც: კრსტიჩი (21), შვედი (16), ვორონცევიჩი (14), ტეოდოშიჩი (14), ყურბანოვი (10), შიშკაუსკასი (8).
ჟ: უიმსი (22), პოპოვიჩი (12), დელინინკაიტისი (12), რაკოვიჩი (10), იანკუნასი (9).

მ წ +/-
1. ცსკა 6 0 101
2. პანათინაიკოსი 3 2 52
3. უნიკახა 3 2 -10
4. ბამბერგი 2 3 2
5. ზაგრები 1 4 -104
6. ჟალგირისი 1 5 -41

C ჯგუფი
ეფესი-პარტიზანი 67:58
15:17, 15:11, 19:8, 18:22
ე: ვუიაჩიჩი (21+5 მოხსნა), სავანოვიჩი (16).
პ: მაჩვანი (15+5 მოხსნა), ანდიუშიჩი (10), ლოუ (10).

მ წ +/-
1. მაკაბი 4 1 20
2. რეალი 3 2 44
3. ეფესი 3 3 0
4. პარტიზანი 3 3 -9
5. მილანი 2 3 -7
6. შარლერუა 1 4 -48

D ჯგუფი
მონტეპასკი-უნიქსი 73:79
16:21, 25:20, 20:16, 12:22
მ: მაკალები (22), კაუკენასი (13), ლავრინოვიჩი (8).
უ: დომერკანტი (24+5 მოხსნა), ვერემეენკო (21+10 მოხსნა), გრირი (12), სამოილენკო (8+4 პასი).

მ წ +/-
1. ბარსელონა 5 0 98
2. მონტეპასკი 4 2 44
3. უნიქსი 4 2 8
4. გალათასარაი 2 3 -21
5. ოლიმპია 1 4 -75
6. პროკომი 0 5 -54

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული