კობი ბრაიანტი მწვრთნელობას მოირგებს

AutoSharing Option
სექტემბერში "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" ლიდერი კობი ბრაიანტი პირველად ჩავა ვიზიტით ახლო აღმოსავლეთში.

კალათბურთელი ორ დღეს გაატარებს დუბაიში, სადაც გაიმართება საქველმოქმედო საკალათბურთო მატჩი.

ამ შეხვედრის მიზანი იქნება არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში დიაბეტთან ბრძოლა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდა.

27 სექტემბერს ჩატარდება მატჩი მადრიდის "რეალის" ლეგენდარულ კალათბურთელებსა და "შავი მამბას გუნდს" შორის.

გუნდების შემადგენლობები 26 აგვისტოს გახდება ცნობილი. სავარაუდოდ, კობი ბრაიანტს მიკროფონი ექნება და მის ყველა მითითებას არენაზე მყოფი მაყურებლებიც მოისმენენ.

ორგანიზატორების თქმით, ბრაიანტის გუნდი ცნობილი სახეებით იქნება დაკომპლექტებული, რომლებსაც მთელი მსოფლიო იცნობს.

"რეალის" ლეგენდებს უხელმძღვანელებს სამი ოლიმპიადის (მიუნხენი, მოსკოვი, ლოს ანჯელესი) მონაწილე ხუან ანტონიო კორბალანი, რომელიც ორი ათწლეულის განმავლობაში თამაშობდა "სამეფო კლუბში". ხოლო მისი თანაშემწე იქნება რაფაელ რულანი - ევროლიგაზე "რეალის" სამი ტრიუმფიდან ერთ-ერთის სულისჩამდგმელი.

ესპანური კლუბის შემადგენლობაში ორი კალათბურთელი იქნება, რომლებსაც NBA-ში თამაშის გამოცდილება აქვთ - ჯო არლაუსკასი ("საკრამენტო") და ხორვატი იან ტაბაკი ("ჰიუსტონი", "ტორონტო", "ბოსტონი" და "ინდიანა").

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული