თბილისის "ვითას" ვითიბი ლიგაში დარჩენა სურს, მაგრამ...

AutoSharing Option
თბილისის საკალათბურთო კლუბ "ვითასთვის" მნიშვნელოვანია ვითიბი ლიგაში დარჩენა, საკითხი კი სეზონის დასრულების შემდეგ გადაწყდება, - ამის შესახებ კლუბის გენერალურმა მენეჯერმა ლევან მიქელაძემ განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ "ვითა" ვითიბი ლიგაში 2015/16 წლების სეზონის წინ გაწევრიანდა. ქართულმა კლუბმა რეგულარულ ჩემპიონატში 23 შეხვედრა ჩაატარა, თუმცა ყველა დათმო.

"ვითიბი ლიგაში" სადებიუტო სეზონი ჩვენთვის კარგი ტესტი იყო და მას განვიხილავთ, როგორც გამოსაცდელ ვადას, რომელიც კლუბის განვითარებისა და პრესტიჟულ ტურნირებში სამომავლოდ თამაშისთვის აუცილებელია.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვითიბი ლიგაში ყოფნა. საერთოდ, ქართული კალათბურთისთვისაა მნიშვნელოვანი ამ ტურნირში მონაწილეობა.

საკითხი სეზონის
დასრულების შემდეგ გადაწყდება. საკვანძო კი, რა თქმა უნდა, ფინანსური თემაა. რაც უნდა იყოს, საქართველო პატარა ქვეყანაა, ხოლო ამ დონის გუნდის შესანახად გარკვეული შესაძლებლობებია საჭირო", - აცხადებს მიქელაძე სააგენტო "Р-Спорт"-თან ინტერვიუში.
მკითხველის კომენტარები / 6 /
უთავმოყვარე ბრბოო!!
0
საერთაშორისო გამოცდილების მიღება vtb ლიგით კი არ უნდა დაგვეწყო, არამედ ჩელენჯ თასით ან ევრო თასით. ვი თი ბი ლიგა მაღალი დონის შეჯიბრია და იქ დიდი თანხები გჭირდება, თუნდაც იმისთვის რომ რამდენიმე თამაში მოიგო და ასე სამარცხვინოდ არ გამოხვიდე როგორც ვითა.
ამიტომ შეეშვით ამ ლიგას. ჯერ გამოდით სუპერლიგაში, გახდით ჩემპიონები, მერე გადით რომელიმე საერთაშორისო თასზე და შემდეგ წლებში შეიძლება იფიქროთ ვი თი ბი ლიგაზე ან ევრო ლიგაზე.
georgian
16:25 02-03-2016
0

სიახლეები პოპულარული