ანტვერპენი-არმია 87:54 - დაგ­ვ­რ­ჩა "ბო­ნი"

AutoSharing Option
სა­ქარ­თ­ვე­ლოს ჩემ­პი­ონ­მა "არ­მი­ამ" ევ­რო­ჩე­ლენ­ჯ­ზე მე­ოთხე ტურ­ში შინ ის­რა­ე­ლის "ჰოლონ­თან" წა­ა­გო და სწო­რედ მა­შინ და­ი­კარ­გა მომ­დევ­ნო ეტაპ­ზე გას­ვ­ლის პრაქ­ტი­კუ­ლი­ცა და თე­ო­რი­უ­ლი შან­სიც.

თა­ვის მხრივ, იმ ტურ­ში ბელ­გი­ის "ან­ტ­ვერ­პენ­მა" სტუმ­რად გერ­მა­ნი­ის "ბონ­თან" იმარ­ჯ­ვა და ჯგუ­ფი­დან გას­ვ­ლის რე­ა­ლუ­რი შან­სი გა­უჩ­ნ­და.

ვფიქ­რობთ, ლა­პა­რა­კიც ზედ­მე­ტია, "ან­ტ­ვერ­პე­ნი"-"არ­მი­ას" და­პი­რის­პი­რე­ბის მო­ნა­წი­ლე რო­მე­ლი მხა­რე რო­გო­რი მო­ტი­ვა­ცი­ით შეხ­ვ­და 4 დეკემბრის მატჩს. არ ვამ­ბობთ, რომ "არ­მი­ას" ენ­თუ­ზი­აზ­მი აკ­ლ­და (მი­თ უ­მე­ტეს, მატ­ჩის მხო­ლოდ ტექ­ს­ტურ ტრან­ს­ლა­ცი­ას მი­ვა­დევ­ნეთ თვ­ა­ლი), მაგ­რამ ბელ­გი­ე­ლე­ბის­თ­ვის ქარ­თ­ვე­ლებ­თან გა­მარ­ჯ­ვე­ბა მე­ტად ღი­რე­ბუ­ლი იყო, სას­წორ­ზე ხომ ჯგუ­ფი­დან გას­ვ­ლის სა­კითხი იდო.

ან­ტ­ვერ­პე­ნე­ლებს თბი­ლი­სუ­რი
შეხ­ვედ­რის შემ­დეგ და­უბ­რუნ­დათ ტრავ­მა­მო­შუ­შე­ბუ­ლი ტი­მო­თი ბლე­ქი (რო­მე­ლიც 4 დეკემბერს ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე გა­მორ­ჩე­უ­ლი იყო, 13 ქუ­ლა მო­აგ­რო­ვა) და პირ­ვე­ლი­ვე პე­რი­ოდ­ში გა­მო­იკ­ვე­თა მას­პინ­ძელ­თა უპი­რა­ტე­სო­ბა.

22:13 - ასე დას­რულ­და საწყი­სი ათ­წუ­თე­უ­ლი. ბელ­გი­ელ­თა მწვრთნელ­მა ედი კას­ტელ­ს­მა პირ­ვე­ლი მატ­ჩის შემ­დეგ და­ი­ნა­ხა, რომ "არ­მი­ას" მთა­ვა­რი კო­ზი­რი შო­რი მან­ძი­ლი­დან ტყორ­ც­ნე­ბია და პე­რი­მეტ­რი კარ­გად გა­და­კე­ტა. შე­სა­ბა­მი­სად, თბი­ლი­სურ მატ­ჩ­თან შე­და­რე­ბით, ქარ­თ­ვე­ლებ­მა ორ­ჯერ ნაკ­ლე­ბი სამ­ქუ­ლი­ა­ნი გა­მო­ი­ყე­ნეს. ფარ­ქ­ვე­ში­დან კი ვერც თბი­ლის­ში ვი­ხე­ი­რეთ...

მე­ო­რე პე­რი­ოდ­ში ჩვენს გუნდს დაც­ვა­ში კი­დევ უფ­რო გა­უ­ჭირ­და, მხო­ლოდ 9 ქუ­ლა ჩა­აგ­დო, ხო­ლო სა­კუ­თარ კა­ლათ­ში 25 მი­ი­ღო. დიდ შეს­ვე­ნე­ბა­ზე გას­ვ­ლის წინ "ან­ტ­ვერ­პენ­მა" 23-ქუ­ლი­ა­ნი ფო­რა და­ი­ბე­ვა (47:24) და ყო­ველ­გ­ვა­რი კითხ­ვა დღის წეს­რი­გი­დან მოხ­ს­ნა. მე­ო­რე ტა­იმ­ში "არ­მი­ას" არ აღ­მო­აჩ­ნ­და ძა­ლა და რე­სურ­სი არა­თუ თა­მა­შის შე­მოტ­რი­ა­ლე­ბი­სა, არა­მედ სა­პა­ტიო სხვა­ო­ბით წა­გე­ბი­სა - 54:87.

ის­ღა დაგ­ვ­რ­ჩე­ნია, 11 დე­კემ­ბერს და­ვე­ლო­დოთ და სა­ერ­თა­შო­რი­სო სარ­ბი­ელს სა­ნაკ­რე­ბო მატ­ჩე­ბამ­დე და­ვემ­შ­ვი­დო­ბოთ. 11-ში "არ­მია" ჯგუ­ფის ბო­ლო შეხ­ვედ­რა­ში გერ­მა­ნულ "ბონს" მი­ი­ღებს.

Sportall.Ge

5 დეკემბერი

ჰაპოელი-ბონი

გუნდი
1 ან­ტ­ვერ­პე­ნი 3 2 8
2 ბო­ნი 3 1 7
3 ჰო­ლო­ნი 2 2 6
4 არ­მია 0 5 5

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
არმია-ჰოლონი 72:79 - ჰაპოელმა ევროპიდან ჩამოგვხსნა

ტელეკომი-არმია 75:71 - გავდივართ მომსახურების ზონიდან
არმია-ანტვერპენი 71:80 - ვერ შევწვდით; არადა, გიგანტები არც ბელგიელები იყვნენ

ჰაპოელ ჰოლონი-არმია 84:69 - ევროპა საქართველოსთვის ცუდად დაიწყო
მკითხველის კომენტარები / 1 /
რაში ყრით ფულს მასეთი ანგარიშებით ქართველები ვერ მოახერხებდნენ წაგებას თქვე უტვინო და უთავმოYვარეო ხალხო? ან ფულის ხარჯვას რომ აპირებთ იმდენი მაინც არ უნდა გესმოდეთ რომ ჯერ ტრენერი მონახოთ? ეეე მართლა რა გეშველებათ ან თქვენ და მერე თქვენი უაზრო თავების გამო ჩვენ უბრალო გულშემატკივრებს
levani
13:43 05-12-2012
0

სიახლეები პოპულარული