"არმიამ" ევროჩელენჯზე მეორე მარცხი "ანტვერპენ ჯაიანთსთან" იწვნია

AutoSharing Option
13 ნოემბერს საქართველოს ჩემპიონმა "არმიამ" ევროჩელენჯის ჯგუფურ ეტაპზე მეორე შეხვედრა გამართა - "სპორტის სასახლეში" ბელგიურ "ანტვერპენ ჯაიანთსს" დაუპირისპირდა და მარცხი იწვნია - 71:80.

პირველი მეოთხედი, რომელიც საკმაოდ მაღალ ტემპში წარიმართა, კოტე ტუღუშის გუნდმა 16:15 მოიგო. აღსანიშნავია, რომ მასპინძლებმა წინ გასვლა მხოლოდ მეოთხედის ბოლო წამებზე შეძლეს.

არმიელებმა დიდ შესვენებამდე უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვეს და ანგარიშში სხვაობა მცირედით გაზარდეს, რაც ლეგიონერების, კურტის მილეიჯისა (14) და ლემეინ უილსონის (10) შედეგიანმა თამაშმა განაპირობა - 38:34.

დიდი შესვენების შემდეგ ბელგიელები გააქტიურდნენ და მესამე პერიოდში ანგარიშში
გაქცევა შეძლეს. პასუხად უილსონმა და ლაშა ფარღალავამ 43:50-ზე ზედიზედ ჩაყარეს სამქულიანები და სხვაობა ქულამდეც დაიყვანეს, თუმცა ამის შემდეგ "არმიამ" მეტი ვერაფერი გააწყო და ბოლო მეოთხედის წინ ანგარიში სტუმართა სასარგებლოდ 54:52 დაფიქსირდა.

ბოლო მეოთხედში სტუმრები არაფერს თმობდნენ, მეტიც, რიგ შემთხვევაში უკეთაც ირჯებოდნენ და შეხვედრის დასრულებამდე ორწუთნახევრით ადრე 8-ქულიანი უპირატესობაც მოიპოვეს (59-67). კოტე ტუღუშის შეგირდების მცდელობას შედეგი არც დარჩენილ დროში მოჰყვა და საბოლოოდ საქართველოს ჩემპიონი 9-ქულიანი სხვაობით დამარცხდა.

შეგახსენებთ, რომ "არმია" პირველ ტურში ისრაელში გასვლით შეხვედრაში 69:84 დამარცხდა ჰოლონის "ჰაპოელთან", ხოლო "ანტვერპენმა" შინ 72:83 წააგო გერმანულ "ტელეკომთან".

ასევე იხილეთ:
არმია-ანტვერპენი 52:54 (III მეოთხედი)
არმია-ანტვერპენი 38:34 (II მეოთხედი)
არმია-ანტვერპენი 16:15 (I მეოთხედი)
არმია VS ანტვერპენი - შეიძლება ითქვას, გადამწყვეტი მატჩი!
ჰაპოელ ჰოლონი-არმია 84:69 - ევროპა საქართველოსთვის ცუდად დაიწყო
მკითხველის კომენტარები / 2 /
გეთანხმები თემურ,არა მგონია ეს გუნდი კერძო საკუთრება რომ,იყოს ტუღუში გაეჩერებინათ მწვრთნელად.აშკარად ეტყობა გუნდს უმწვრთნელობა,მაგალითად,ბოლოს ერთადერთი ხსნა 3ქულიანები იყო,ჩვენები კი,აიღებდნენ ჯარიმას დ. მეტოქის ზუსტი სროლების შემდეგ ჩვენებიც 2 ქულიან შეტევას აკეთებდნენ დ. ფარ ქვეშ მიზვრებოდნენ.არაფერს ვამბობ გუნდის დაკომპლექტებაზე,ნორმალური ცენტრი რომ არ გყავს,ამ დროს უგრეხელიძე გყავს და ერთი წუთი არ ათამაშებ,თუ ამათზე უარესი ცენტრია ვინც ატამაშა,რატო ყავს გუნდში?არა მგონია მისი სტატუსიდან გამომდინარე პატარა ხელფასს იღებდეს.
daviti
23:49 13-11-2012
0
ტუღუშის შეგირდებიო, რომ ამბობთ რა ეტყობოდათ ამათ ვინმეს ნასწავლი? ან რა იცის თვითონ და რა უნდა ესწავლებინა?
თემური
22:06 13-11-2012
0

სიახლეები პოპულარული