დღეს საქართველოს თასის ნახევარფინალები გაიმართება

AutoSharing Option
6 მარტს საქართველოს თასის გათამაშების ნახევარფინალური ეტაპი დაიწყება. "დინამო" "ქუთაისს" დაუპირისპირდება, "რუსთავი" - "ბათუმს".

ნახევარფინალური სერია 2 მოგებამდეა. თუ გუნდები თითო თამაშს მოიგებენ, მესამე, გადამწყვეტ შეხვედრას მოედნის უპირატესობის მქონე გუნდი უმასპინძლებს.

მოედნის უპირატესობა 2013-14 წლების სუპერლიგის სეზონის შედეგების მიხედვით განისაზღვრა.

შესაბამისად, თუ საჭიროება მოითხოვს, მესამე მატჩები ბათუმსა და თბილისში გაიმართება.

1/2 ფინალი
I მატჩები
6 მარტი
18:00 ბათუმი-რუსთავი

7 მარტი
18:00 დინამო-ქუთაისი

II მატჩები
13 მარტი
18:00 რუსთავი-ბათუმი
18:00 ქუთაისი-დინამო

III მატჩები
(თუ საჭირო გახდა)
17 მარტი
ბათუმი-რუსთავი
დინამო-ქუთაისი

(იბეჭდება
მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული