კალათბურთში საქართველოს თასის წილისყრა გაიმართა

AutoSharing Option
საქართველოს თასის გათამაშება 28 ნოემბერს რეგიონებში დაიწყება და 29-ში თბილისში გაგრძელდება.

17 ნოემბერს ამის შესახებ სპორტის სამინისტროს საპრესკონფერენციო დარბაზში შევიტყვეთ, რომელმაც თასის წილისყრას უმასპინძლა.

შეჯიბრებაში მონაწილეობის მსურველი 8 გუნდი ორ კალათაში განითესა. განაწილებისას გასულ სეზონში ნაჩვენები შედეგები გაითვალისწინეს. ვინ მოხვდა პირველ კალათაში და ვინ - მეორეში, ახლა დიდი მნიშვნელობა აღარა აქვს, რადგან გუნდები უკვე დაწყვილდნენ და დღეიდან ახალი ბრძოლებისთვის ემზადებიან.

გთავაზობთ თასის გათამაშების კალენდარს და თავად მიხვდებით, ვინ ვის შეხვ
და. ერთი კი აუცილებლად უნდა ითქვას: ყველაზე მძიმე ბრძოლა "შსს აკადემიასა" და "ქუთაისს" ელით.

ჩემპიონობის მოსურნე ეს ორი გუნდი თასის მეოთხედფინალში გადაეყარა ერთმანეთს.

I მატჩები
28 ნოემბერი
ბათუმი
18:00 ბათუმი-სოხუმი

ქუთაისი
18:00 ქუთაისი-შსს აკადემია

29 ნოემბერი
თბილისი, აკადემიას დარბაზი
16:00 მგზავრები-რუსთავი
18:00 დინამო-ოლიმპი

II მატჩები
5 დეკემბერი
რუსთავი
18:00 რუსთავი-მგზავრები

6 დეკემბერი
თბილისი, აკადემიას დარბაზი
15:30 სოხუმი-ბათუმი
17:30 შსს აკადემია-ქუთაისი
19:30 ოლიმპი-დინამო

თუ შარშან გამარჯვებულის გამოვლენისთვის ორი მატჩი იყო საკმარისი (ქულათა სხვაობას ენიჭებოდა უპირატესობა), ამჯერად სათასო სერიები ორ მოგებამდეა. ასე რომ, თუ საჭიროება მოითხოვს, გუნდებს სამი მატჩის ჩატარება მოუწევთ. დამატებითი შეხვედრების თარიღები უკვე შერჩეულია - 12 და 13 დეკემბერი. თასის ნახევარფინალების გამართვის დრო მოგვიანებით დადგინდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული