ესეც ფინალი: "არმია"-"ქუთაისი"

AutoSharing Option
"არმია" და "ქუთაისი" სუპერლიგის პირველ წრეში პირველ-მეორე ადგილზე გავიდნენ. მათ გუშინაც დაამტკიცეს, უპირატესობა და საქართველოს თასის ფინალში თამაშის უფლება მოიპოვეს.

26 იანვარი, თბილისი. სპორტის სასახლე

ქუთაისი-ოლიმპი 58:55
16:16, 15:19, 13:8, 14:12
ქუთაისი: ფაშაევი (7ქ, 3ჩ), ბაბუნაშვილი, დიდია (19ქ, 5მ), ცეკვავა (13ქ, 5პ), დ. ბარბაქაძე, გ. ბარბაქაძე (11ქ, 10მ, 3პ, 4ჩ), კოღუაშვილი (2ქ), მათიაშვილი (6ქ, 13მ, 3დ).
ოლიმპი: გამყრელიძე (12ქ, 11პ, 9მ, 5ჩ), გულისაბედაშვილი (6ქ), თავართქილაძე, მილუტინოვიჩი (2ქ, 6მ), მ. ბერიშვილი (5მ), სლიუკა (8ქ), ტუტუსი (10ქ), ტოდოროვიჩი (6ქ, 6მ, 3დ), ჰოგერი (11ქ).
მსაჯები: მ. კუპატაძე, ზ. მაჩალაძე, ი. ბერიშვილი.

რამდენი ქულაც "ქუთაისი"-"ოლიმპის" მატჩისას 40 წუთში ჩავარდა, თითქმის იმდენი "არმია"-შსს-ს დაპირისპირების პირველ ტაიმში დაფიქსირდა. იმის თქმა მინდა, რომ პირველ ნახევარფინალში შეტევაში ორივე გუნდს ჰქონდა პრობლემები, ვერც სანახაობრიობით შეედრებოდა მომდევნოს და ვერც ემოციურობით. ამის ერთ-ერთი მიზეზი გულშემატკივართა სიმცირე იყო - ქულებიც იმდენად იშვიათად ვარდებოდა, რამდენად მეჩხერადაც ისხდნენ ქომაგები. ერთმა გუნდმა 58 ქულა მოაგროვა, მეორემ - 55.

ქუთათურები სამქულიანებით ყოველთვის გამოირჩეოდნენ, "ოლიმპთანაც" 7 შორეული ტყორცნა გამოიყენეს, თუმცა დაბალი პროცენტული მაჩვენებლით ისროლეს (23.3%). უარესი შედეგი ჰქონდა "ოლიმპს" - 19-დან 2 სამქულიანი (10.5%). თანაბარი ძალის გუნდებში კი სამქულიანები ბევრს წყვეტს, რაშიც მატჩის ბოლო წუთების გადახედვის შემდეგაც დავრწმუნდებით:

7:07 ცეკვავა 2ქ (ქუთაისი) - 46:47
6:34 ცეკვავა 2ქ (ქუთაისი) - 48:47
4:30 ტოდოროვიჩი 2ქ (ოლიმპი) - 48:49
3:50 გამყრელიძე 2ქ (ოლიმპი) - 48:51
3:31 ფაშაევი 3ქ (ქუთაისი) - 51:51
2:25 დიდია 3ქ (ქუთაისი) - 54:51
2:01 ტუტუსი 2ქ (ოლიმპი) - 54:53
1:36 გ. ბარბაქაძე 1+1 (ქუთაისი) - 56:53
0:20 გ. ბარბაქაძე 2ქ (ქუთაისი) - 58:53
0:17 სლიუკა 2ქ (ოლიმპი) - 58:55
0:00 ტუტუსი (ოლიმპი) - სამქულიანი ააცილა

არმია-შსს 99:83
23:23, 28:18, 26:22, 22:20
არმია: რიჩარდსონი (26ქ, 4პ), ბაბიაშვილი (2ქ), ბოისა (9ქ, 4პ), ვუდსაიდი (17ქ, 10პ, 8მ), კვიმსაძე, ტომასი (29ქ, 8მ), საყვარელიძე (2ქ, 3პ, 2დ), შელბომი (14ქ, 11მ, 3პ, 2დ).
შსს: ბლერი (32ქ, 6პ, 4ჩ), მაკქემონი (8ქ, 6პ, 8მ), ბოქოლიშვილი (11ქ), ლაფანაშვილი, ნიკოლაძე (1ქ), ლონდარიძე (4ქ), თენიეშვილი, სმიტი (12ქ, 10მ, 2დ), ბექაური (9ქ), იმნაძე (6ქ).
მსაჯები: მ. კუპატაძე, ზ. მაჩალაძე, ს. საინერსი

საქართველოს თასის დაწყების წინ შსს-ს მეფარე ტუჯანი გამოაკლდა, ნახევარფინალის წინ - მსროლელი კრეპსი. სერიოზული დანაკლისის პირობებში არჩილ ჟღენტის გუნდმა შეჯიბრების ფავორიტ "არმიასთან" ღირსეულად ითამაშა და მატჩის ბოლოს არმიელთა მწვრთნელ კოტე ტუღუშს ათქმევინა - დაცვაში ცუდად ვითამაშეთო.

შედარების კარგი საშუალება მოგვეცა: "მშვიდი ტრიბუნების" წინაშე ჩატარებული თამაშის შემდეგ ხმაურიანი ქომაგის თანხლებით წარმართულ შეხვედრას ორმაგი ემოცია ახლდა. მიუხედავად იმისა, რომ "არმიამ" მეორე პერიოდის შემდეგ ინიციატივა ხელთ იგდო და ერთ მომენტში 22 ქულითაც დაწინაურდა, დაძაბულობის ხარისხი მაინც არ დაკლებულა.

პერიმეტრიდან ტყორცნები არც რიჩარდსონს წაუვიდა, არც ბლერს, თუმცა ქულებით მაინც დაიხუნძლნენ. შსს-ელმა ბლერმა 32 ჩააგდო, არმიელებმა რიჩარდსონმა და ტომასმა შესაბამისად - 26 და 29.

ფინალი 30 იანვარს თბილისის სპორტის სასახლეში 17 საათზე დაიწყება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ბილეთი რა ღირს ხომ არ იცით?
temo
22:35 29-01-2012
0

სიახლეები პოპულარული