3X3 კალათბურთის 18-წლამდელთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატი მოგებით გახსნა

AutoSharing Option
ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში დაიწყო მსოფლიოს 18-წლამდელთა ჩემპიონატი 3×3 კალათბურთში. საქართველოს ნაკრებმა სადებიუტო მატჩში თურქეთი დაამარცხა და ანდორასთან მატჩისთვის ემზადება, რომელიც თბილისის დროით 15:10 საათზე დაიწყება.

თამაშების პირდაპირი ტრანსლაცია იწარმოებს ამ ბმულზე.

დავით აფხაზავას, ნიკა დარბაიძის, გიორგი კორსანტიასა და ნიკა ლოლიშვილის შემადგენლობით მოთამაშე საქართველოს ნაკრებმა თანაბარი მატჩის ბოლოს დამაჯერებელი უპირატესობა მოიპოვა და 15:11 გაიმარჯვა.

ქართველებმა მეტოქეს ფარქვეშ თამაშში და სროლათა პროცენტულობაში აჯობეს. მოედანზე გამოსულმა ოთხივე კალათბურთელმა გამარჯვებისთვის საკუთარი, სოლიდური წილი გაიღო.

საქართველოს ნაკრების მომდევნო მეტოქე ანდორაა, რომელმაც არგენტინასთან წააგო.

წყარო: superleague.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული