FIBA-ს მიერ მომზადებული ვიდეოკლიპი, რომელიც ევრობასკეტის თასის თბილისურ ტურს ასახავს [VIDEO]

AutoSharing Option
გთავაზობთ FIBA-ს მიერ მომზადებულ ვიდეოკლიპს, რომელიც ევრობასკეტის თასის თბილისურ ტურს ასახავს.

საქართველოში პირველად ევროპის ჩემპიონის თასი ჩამოვიდა. ევრობასკეტის თასის თბილისური ტურის ფარგლებში, საჩემპიონო თასი 17 ივლისს გამოიფინა დედაქალაქის ღირსშესანიშნავ ადგილებში (მეტეხი, აბანოთუბანი, მშვიდობის ხიდი, გმირთა მოედანი, წმინდა სამების საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორია...), ქართული სპორტისა და ხელოვნების მუზეუმებში.

18 ივლისს კი თასი "თბილისი მოლში" გამოიფინა, სადაც 3X3 კალათბურთში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ფინალური ეტაპი ჩატარდა.

ევროპის საჩემპიონო თასი გარდამავალია. იგი 23 სანტიმეტრი სიმაღლისაა, იწონის 18 კილოგრამს და შეიცავს მრავალ ძვირფას ლითონსა თუ
ქვას. თასი მოოქროვილია და გარშემო 24 ძვირფასი თვალი აკრავს, მათ შორის: აქატი, ამეთვისტო, ყვითელი კვარციტი, გრანიტი, მალაქიტი.

მისი ავტორია ცნობილი გერმანელი ოქრომჭედელი გიუნტერ შიობელი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული