ფიბა-ს 3X3 მსოფლიო რეიტინგში საქართველო მე-8 ადგილამდე ავიდა

AutoSharing Option
საქართველომ 3X3 კალათბურთის მსოფლიო რეიტინგში რეკორდულ, მე-8 ადგილამდე აიწია.

ფიბა-მ ახალი რეიტინგი 17 დეკემბერს გამოაქვეყნა, მანამდე კი ჩვენს ქვეყანას კლასიფიკაციაში მე-13 ადგილი ეკავა.

რეიტინგში დაწინაურება პირდაპირაა დაკავშირებული იმ აქტივობებთან, რომლებსაც კალათბურთის ეროვნული ფედერაცია ახორციელებს.

შემოდგომის მიწურულიდან 3X3 კალათბურთში დიდი აქტიურობა არაა ხოლმე და ყოველი ნაბიჯი, რომელსაც ამ სფეროში ფედერაცია გადადგამს, რეიტინგზე აისახება.

რამდენიმე დღის წინ საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის 3X3 კალათბურთის განყოფილების ხელმძღვანელმა გიგა გურგენიძემ ფიბა-ს სპეციალური ტესტირება გაიარა და ამ სფეროს მენეჯერის სტატუსი მიენიჭა.

3X3 კალათბურთში ტურნირები მომავალი წლის
გაზაფხულიდან დაიწყება და საქართველოც მსოფლიო საკალათბურთო ფერხულში აქტიურად ჩაებმება. იგეგმება ფიბა-ს კალენდარში რამდენიმე ტურნირის ჩასმა, რომელიც საქართველოში გაიმართება და ჩვენი ქვეყნის როლს მსოფლიო მასშტაბით კიდევ უფრო გაზრდის.

წყარო: gbf.ge

მკითხველის კომენტარები / 2 /
აქაც რეიტინგი? ნუ გამოვეკიდებით ამ ადგილებს, ვინ ქმნის შედეგს 3X3-ზე-ში მოქმედი კალათბურთელები. მასობრიობა არაა - დაკარგულია 3X3-ზე ხომ ეზოს თამაშია , ბავშვებს უნდათ მარტივი ტიპის მოედნები ერთი ფარიც საკმარისია, მაგრამ სადღაა. აი აქეთ უნდა მიმართოს ფედერაციამ ადგილობრივი მთავრობების ყურადღება, თუ მოუსმენენ და რამდენიმე კორპუსიან მიკრორაიონს 1 პატარა მოედანს თუ გაუკეთებენ კარგი იქნება.
givi
09:41 18-12-2014
0
მიხარია და ვულოცავ საქარტველოს...კარგი ბიჯები ხარ......გისურვებტ ცარმატებებს..
malvina msxvilidze
23:57 17-12-2014
0

სიახლეები პოპულარული