სუპერშერმადინი - გიორგის 21 ქულა და 15 მოხსნა მადრიდში "რეალთან" [VIDEO]

AutoSharing Option
ესპანეთის ჩემპიონატში ძალიან ახლოს იყო სტუმრად "რეალის" ძლევასთან გიორგი შერმადინისა და ბექა ბურჯანაძის "ანდორა", თუმცა ოვერტაიმში 92:96 დათმო.

თუ მადრიდელთა მხრიდან შეუჩერებელი იყო სერხიო ლული (23 ქულა), "რეალის" კალათბურთელებმა ვერაფერი გააწყვეს შერმადინთან, რომელმაც 35 წუთში 21 ქულა, 15 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 41-მდე(!) ავიდა.

გიორგი შერმადინმა სეზონისა და სრულიად ესპანური კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა. ქართველი ცენტრი გასული ტურის სიმბოლურ ხუთეულში მოხვდა და ახლაც, საუკეთეო თუ არ გახდა, საუკეთესოთა შორის აუცილებლად დასახელდება.

შერმადინის მარგი ქმედების
კოეფიციენტმა 41 შეადგინა, რაც ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო იყო და მთელი 11 ერთეულით გადააჭარბა მადრიდელთა საუკეთესო - მექსიკელი ცენტრის, გუსტავო აიონის ანალოგიურ შედეგს.

შერმადინი ანდორელთა მთავარი დამრტყმელი ძალა იყო მოედნის ორივე ბოლოში. შეტევაში ქართველ ცენტრს ბადალი არ ჰყავდა და დაცვაშიც გამოირჩეოდა. მოდანზე გატარებულ 35 წუთში გიორგიმ 8 ცდიდან 7 ორქულიანი ჩააგდო, ხოლო 9 საჯარიმოდან 7 მიითვალა.
იხილეთ ვიდეო: რეალი-ანდორა 96:92
Sportall.Ge

გიორგისთან ერთად, სასტარტო ხუთეულში იყო ბექა ბურჯანაძეც, რომლის მონაგარიც 16 წუთში 6 ქულა, 2 მოხსნა და 1 პასია.


გუშინვე, თორნიკე შენგელიას "ბასკონიამ" სტუმრად "ფუენლაბრადას" აჯობა - 77:69. თორნიკემ 18 წუთში 2 მოხსნა და 1 პასი მიითვალა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
ყოჩაღ კი არა, არამედ "ყოჩაღ, ყოჩაღ და ბრავო, შერმადინი!"
qomagi
17:20 09-01-2017
0
მოლოდეც ძმაო! გული სიხარულით ამევსო! გაგახარებს ღმერთი! ნამდვილი გიორგი (ბრჭყინვალე) ხარ!
არჩილ ხოფერია
16:39 09-01-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული