yahoo.com: შედეგების მთავარი გზავნილი - ფანებს უყვართ ზაზა ფაჩულია!

AutoSharing Option
yahoo.com აქვეყნებს სტატიას "ყველა ვარსკვლავის" მატჩის შუალედური არჩევნების შედეგების შესახებ, სადაც, ყველასთვის მოულოდნელად, თავის კატეგორიაში მეორე ადგილზეა ზაზა ფაჩულია.

"როცა NBA-მ გამოაცხადა, რომ ამიერიდან "ყველა ვარსკვლავის" არჩევნებში ჩაერევა და ფანების ხმებს 100%-დან ძალა 50%-მდე მოაკლდება, ბევრმა იგულისხმა, რომ ეს ისეთი კალათბურთელების "მოსაშორებლად" გაკეთდა, როგორიც ზაზა ფაჩულიაა, რომელიც შარშან კინაღამ "ოლ სტარის" სასტარტოში მოხვდა.

მიუხედავად ამისა, პირველადმა არჩევნებმა აჩვენა, რომ აურაცხელ ფანს მაინც სურს, რომ ზაზა ფაჩულია "ოლ სტარის" მატჩზე მოხვდეს.

სულ ერთი კვირა გავიდა და 32 წლის ფაჩულიას, რომელიც 17 წუთში
სულ 5,2 ქულას, 5,8 მოხსნასა და 2,1 პასს აკეთებს, დასავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილი უჭირავს კევინ დურანტის შემდეგ.

ხალხს, ძირითადად, საქართველოდან, უნდა ზაზას არჩევა, ისინი ხმამაღლა გაიძახიან - "ფაჩულია!" 

მხოლოდ შვიდმა კალათბურთელმა მიიღო ზაზაზე მეტი ხმა: ლებრონ ჯეიმსმა, კაირი ირვინგმა, სტეფ კარიმ, რასელ უესტბრუკმა, იანის ადეტოკუმბომ. კავაი ლეონარდი, ენტონი დევისი, დრეიმონდ გრინი და სხვები მას ჩამორჩებიან. ზაზა მათ ყველას სჯობს. დემოკრატია გასართობი რამეა, არა?

სანამ ყველამ დაკარგა გონება, ვიტყვით, რომ ეს არაფერს ნიშნავს, რადგან ფანების ხმებს მხოლოდ სანახევრო ძალა აქვს.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ვიმეორებ, NBA-ს რომ ჩაასვრევინებ და წესებს შეაცვლევინებ, მეტი გამარჯვება რაღა გინდა?! ყოჩაღ ქართველებო და ყოჩაღ ზაზა! თუ მოვინდომებთ, მომავალ წელს შეიძლება საერთოდ ვეღარ ჩაატარონ ოლ სტარ!!! )))
არჩილ ხოფერია
22:02 06-01-2017
0
ბატონო ზაზა თქვენ ყველა ქართველის გულში ვარსკვლავი ხარ. წესები შეცვალეს-მერე რა! ჩვენს სიყვარულს და პატივისცემას ვენ წაგართმევენ, ისედაც ყველა ვარსკვლავი თქვენტთან თამაშობს. უფალი გფარავდეს და გეწეოდეს შობის მადლი. პატივისცემით დავით მეტრეველი.
daviti
21:14 06-01-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული