ზაზა ფაჩულიამ "პორტლენდთან" მატჩში კარიერის რეკორდი გაიმეორა

AutoSharing Option
"პორტლენდთან" 125:117 მოგებულ შეხვედრაში კარგად ითამაშა "გოლდენ სტეიტის" ქართველმა ცენტრმა ზაზა ფაჩულიამ.

- ზაზა ფაჩულიას 13 ქულა და "გოლდენ სტეიტის" გამარჯვება "პორტლენდთან" [VIDEO]

მის ანგარიშზე 13 ქულაა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ზაზამ ამ სეზონში პირველად შეძლო ზედიზედ ორ მატჩში 10 ქულაზე მეტის დაგროვება. სულ კი "გოლდენ სტეიტის" მაისურით ჩვენებურმა ეს მეოთხედ მოახერხა. 2017 წელს ფაჩულია საშუალოდ 12 ქულას აგდებს.

"პორტლენდთან" მატჩში ზაზამ 3-ჯერ დაუფარა მეტოქეს. მოგეხსენებათ, ამ მაჩვენებლით ფაჩულია ნაკლებად გამოირჩევა. ამიტომაც თამაშში სამი დაფარება მისთვის კარიერის რეკორდია, რომელიც
ზაზამ მე-11-ედ გაიმეორა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული