ზაზა ფაჩულიას 13 ქულა და "გოლდენ სტეიტის" გამარჯვება "პორტლენდთან" [VIDEO]

AutoSharing Option
5 იანვარს, გამთენიისას, ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტმა" "პორტლენდს" უმასპინძლა და ანგარიშით 125:117 დაამარცხა.

ქართველი ცენტრი, ტრადიციისამებრ, სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე საერთო ჯამში 18:49 წუთი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში ფაჩულიამ 13 ქულა, 3 მოხსნა, 3 ბლოკი, 1 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა, ხოლო ბურთი ერთხელ დაკარგა. ზაზამ 7-დან 5 ორქულიანი და 3-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. ქართველი კალათბურთელი 71.4-პროცენტიანი სიზუსტით ისროდა, რაც საკმაოდ კარგი შედეგია.
იხილეთ ზაზა ფაჩულიას საუკეთესო მომენტები პორტლენდთან
Sportall.Ge

აღსანიშნავია, რომ 2017 წლის პირველ შეხვედრაში ზაზა ფაჩულიამ 11 ქულა
მიითვალა, ხოლო უკვე "პორტლენდთან" ქულების აქტივი 2-ით გააუმჯობესა.

"მებრძოლებს" კი სტეფ კარიმ ულიდერა, რომელმაც 35 ქულა ჩააგდო. კევინ დურანტმა კი 30 ქულა მიითვალა.

ერთადერთი ორმაგი დუბლის ავტორი პორტლენდელი მეისონ პლუმლი გახდა, რომელმაც 16 ქულას 10 მოხსნა მიამატა.
იხილეთ ვიდეო: გოლდენ სტეიტი-პორტლენდი 125:117
Sportall.Ge

31 მოგებითა და 5 მარცხით "გოლდენ სტეიტი" კვლავ ლიდერობს ორივე კონფერენციას. მომდევნო მატჩს ზაზა ფაჩულიას გუნდი 7 იანვარს, ჩვენი დროით 07:30 საათზე შინ "მემფისთან" გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 14 /
სად უყურებტ გოლდენ სტეიტის თამაშებს სილკზე არ იყო მითხარით ვინმემ რა
beqa
18:27 05-01-2017
0
ზაზას ყოველი მოძრაობა კლასის დამადასტურებელია, ვინც ადევნებთ თვალს ნბა-ს თამაშებს, დამეთანხმებით ალბათ, რომ ზაზა აბსოლუტურად გუნდისთვის თამაშობს და ამას აკეთებს ძალიან მაღალი ხარისხით, რა თქმა უნდა ცდება კიდეც, მაგრამ ვინ არ ცდება? ეს ქართველებისთვის სასწაულია, თამაშობს რა ხალხთან ერთადხუთეულში, ზაზა როცა პარკეტზეა, გოლდენ სტეიტის თამაში ბევრად უფრო ინტელექტუალურია, ვიდრე ზაზას გარეშე. თავდაჯერებულობა როგორც მოემატება, ის შეუცვლელი წევრი გახდება გუნდისთვის, მე თუ მკითხავთ, ეხლაც შეუცვლელია!
Bavaria
16:14 05-01-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული