ზაზა ფაჩულიას 13 ქულა და "გოლდენ სტეიტის" გამარჯვება "პორტლენდთან" [VIDEO]

AutoSharing Option
5 იანვარს, გამთენიისას, ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტმა" "პორტლენდს" უმასპინძლა და ანგარიშით 125:117 დაამარცხა.

ქართველი ცენტრი, ტრადიციისამებრ, სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე საერთო ჯამში 18:49 წუთი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში ფაჩულიამ 13 ქულა, 3 მოხსნა, 3 ბლოკი, 1 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა, ხოლო ბურთი ერთხელ დაკარგა. ზაზამ 7-დან 5 ორქულიანი და 3-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. ქართველი კალათბურთელი 71.4-პროცენტიანი სიზუსტით ისროდა, რაც საკმაოდ კარგი შედეგია.
იხილეთ ზაზა ფაჩულიას საუკეთესო მომენტები პორტლენდთან
Sportall.Ge

აღსანიშნავია, რომ 2017 წლის პირველ შეხვედრაში ზაზა ფაჩულიამ 11 ქულა
მიითვალა, ხოლო უკვე "პორტლენდთან" ქულების აქტივი 2-ით გააუმჯობესა.

"მებრძოლებს" კი სტეფ კარიმ ულიდერა, რომელმაც 35 ქულა ჩააგდო. კევინ დურანტმა კი 30 ქულა მიითვალა.

ერთადერთი ორმაგი დუბლის ავტორი პორტლენდელი მეისონ პლუმლი გახდა, რომელმაც 16 ქულას 10 მოხსნა მიამატა.
იხილეთ ვიდეო: გოლდენ სტეიტი-პორტლენდი 125:117
Sportall.Ge

31 მოგებითა და 5 მარცხით "გოლდენ სტეიტი" კვლავ ლიდერობს ორივე კონფერენციას. მომდევნო მატჩს ზაზა ფაჩულიას გუნდი 7 იანვარს, ჩვენი დროით 07:30 საათზე შინ "მემფისთან" გამართავს.
ასევე დაგაინტერესებთ