ზაზა ფაჩულიას 6 ქულა, 7 მოხსნა და გამარჯვება "ინდიანასთან" [VIDEO]

AutoSharing Option
"გოლდენ სტეიტ უორიორსმა" ზედიზედ მე-9 მატჩი მოიგო. ზაზა ფაჩულიას გუნდმა ამჯერად ინდიანაში იმარჯვა, სადაც ადგილობრივი "პეიზერსი" 37 ქულით - 120:83 გაანადგურა.

ამით ოკლენდელებმა 4-მატჩიანი გასვლითი ტურნე დაასრულეს, რომლის განმავლობაშიც ტორონტოში, ბოსტონში, მილუოკისა და ინდიანაში იმარჯვეს.

ფაჩულია, ტრადიციულად, სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე მხოლოდ 14 წუთი გაატარა, რაც ქართველმა ცენტრმა საკმაოდ ნაყოფიერად გამოიყენა. ზაზამ 4-დან 2 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. 6 ქულას მან 7 მოხსნა და 1 პასი მოაყოლა, 1 ჯარიმა მიიღო და ბურთი არ დაუკარგავს.

თამაში იმდენად "ცალფარა"
იყო, რომ მოედანზე გოლდენსტეიტელთა ყველა კალათბურთელი გამოჩნდა. შესაბამისად, სასტარტოები დიდად არ დატვირთულან და ბოლო პერიოდში მათგან მოედანზე არავინ გამოჩენილა. მატჩის ბედი გარკვეული იყო და სტივ კერიმ ასპარეზი სათადარიგოებს დაუთმო.

საბოლოოდ, ოკლენდელთაგან საუკეთესო შედეგი კლეი ტომპსონმა დააფიქსირა, რომელმაც 26 წუთში 25 ქულა მიითვალა. 22 ქულა და 6 პასი ჰქონდა სტეფ კარის, ხოლო კევინ დურანტმა 27 წუთში 14 ქულა, 11 მოხსნა და 6 პასი მოაგროვა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

12 მოგებითა და 2 მარცხით "გოლდენ სტეიტი" "კლიპერსთან" ერთად დასავლეთ კონფერენციას ლიდერობს. 24 ნოემბერს ოკლენდელები "ლოს ანჯელეს ლეიკერსს" უმასპინძლებენ, რომელთანაც ამ სეზონში შინ წაგება აქვთ და რევანშის ასაღებად არიან მომართულები.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 4 /
ზაზა ძალიან გაგვახარე გოლდენ სთეითი რომ არჩიე უფრო მაღალანაზღაურებად კონტრაქტს. თითქმის ყველა თამაშის ნახვის საშუალება გვაქვს რადგან ფავორიტ გუნდში თამაშობ და სულ ყურადღების ცენტრში ხარ სპორტულ არხებზე. მაგარი ხარ. წარმატებები. ჩემპიონობას გისურვებს მთელის საქართველო !!!
Malkhaz
18:58 22-11-2016
0
zura-ს რა თამაშებში სრული სვარკა თამაში იყო თავიდანვე 30 ქულით გაუსწრო გოლდენმა და ძალიან უინტერესო თამაში გგამოვიდა :დ გულშემატკივრების ხმაც არ ისმოდა ინდიანა 3იანს მაინც რომ ჩააგდებდა, მოკლედ ეს ვარჯიშიც კი არ იყო
svani
12:39 22-11-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული