ბექა ბურჯანაძის 13 ქულა და მარცხი "ბრეგანთან"

AutoSharing Option
ბექა ბურჯანაძის "ლეიმა ბასკეტ კორუნამ" პლეი ოფის სერიის მე-4 მატჩი სტუმრად, "ბრეგანთან" ბრძოლაში - 83:90 წააგო და საერთო ანგარიში გათანაბრდა - 2:2.

გადამწყვეტ შეხვედრას, რომლის გამარჯვებულიც ნახევარფინალში გავა, 3 მაისს "ლეიმა ბასკეტი" ლა კორუნიაში უმასპინძლებს.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის მეორე ლიგის პლეი ოფში ბრძოლა უმაღლესი დივიზიონის საგზურისთვის მიმდინარეობს. თუკი 3 მაისის მატჩში იმარჯვებს, ნახევარფინალურ სერიაში ბურჯანაძის გუნდი "მელილას" დაუპირისპირდება.

გასულ შეხვედრას რაც შეეხება, ბურჯანაძემ 26 წუთი ითამაშა და 13 ქულასთან ერთად 3 მოხსნა და 1 პასი მიითვალა.

ქართველმა ფორვარდმა 4-დან 1
ორქულიანი, 4-დან 3 სამიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო.

ბურჯანაძემ 3 ჯარიმა მიიღო და ბურთი 6-ჯერ დაკარგა, რის გამოც მარგი ქმედების კოეფიციენტი საკმაოდ დაბალი - 6 ერთეული ჰქონდა. საუკეთესო სერხიო ოლმოსი გახლდათ, რომელმაც 20 ქულა დააგროვა. მასპინძელთაგან კი 31 ქულით ჯოზეფ ორტეგა გამოირჩა.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული