ბექა ბურჯანაძის 17 ქულა და დასანანი მარცხი "ბრეგანთან"

AutoSharing Option
ბექა ბურჯანაძის "ლეიმა ბასკეტ კორუნამ" ესპანეთის უმაღლესი ლიგის საგზურისთვის მიმდინარე პლეი ოფში მოედნის უპირატესობა დაკარგა.

3 მოგებამდე მიმდინარე სერიის პირველ საშინაო მატჩში გამარჯვების შემდეგ ლაკორუნიელებმა "ბრეგანთან" საკუთარ მოედანზე ჩატარებული მეორე შეხვედრა 85:90 დათმეს.

პირველ მატჩში ბურჯანაძე საუკეთესო იყო, დღევანდელ შეხვედრაშიც არ უთამაშია ურიგოდ, თუმცა გამარჯვებამდე მისვლა ვერ მოახერხა.

მოედანზე გატარებულ 28 წუთში ბექამ 17 ქულა, 9 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. ქართველმა ფორვარდმა 6-დან 3 ორქულიანი და 5-დან 1 სამიანი ჩააგდო, საჯარიმოს ხაზიდან კი შეუცდომლად ესროლა: 8-დან ყველა ჩააგდო.

სერიაში
ანგარიში 1:1 გახდა, ხოლო მომდევნო მატჩი 29 აპრილს, ბრეგანში გაიმართება.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული