ბურჯანაძის 15 ქულა და "ლეიმა ბასკეტის" გამარჯვება სტუმრად "კასერესთან"

AutoSharing Option
ბექა ბურჯანაძის "ლეიმა ბასკეტმა" ესპანეთის რანგით მეორე ლიგაში მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა, რითაც ოფიციალურად არა, მაგრამ ფაქტობრივად გაინაღდა საპლეიოფო 9 გუნდს შორის მოხვედრა.

დებულების თანახმად, ესპანეთის მეორე ლიგის გამარჯვებული პირდაპირ გადადის უმაღლესში, ხოლო მომდევნო 8 გუნდი პლეი ოფში საუკეთესოს გამოსავლენად იბრძვის, რომელიც პრიმერადივიზიონის ბოლოსწინა ადგილზე გასულს გადასასვლელ მატჩებში დაუპირისპირდება.

ბურჯანაძის გუნდი გასულ ტურში "კასერესს" ესტუმრა და 85:69 დაამარცხა. ქართველი ფორვარდი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 32 წუთში 15 ქულა, 6 მოხსნა და 1 ჩაჭრა მოაგროვა. ბურჯანაძემ 7-დან 3 ორქულიანი, 3-დან
2 სამქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 3-ჯერ დაჯარიმდნენ.

15 მოგებითა და 12 წაგებით "ლეიმა ბასკეტი" კიდევ 2 გუნდთან ერთად მე-4-მე-6 ადგილებს იყოფს. დარჩენილ 3 ტურში ბურჯანაძის გუნდს 2 ქულის მოპოვება სჭირდება, 9 საუკეთესოს შორის ადგილი რომ დაიბევოს. მომდევნო მატჩს "ლეიმა ბასკეტი" 1-ელ აპრილს, შინ "ბარსელონასთან" გამართავს.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული