ზაზა ფაჩულიას "დალასი" საპლეიოფო ზონიდან გავარდა

AutoSharing Option
ზაზა ფაჩულიას "დალას მავერიკსს" პლეი ოფში გასვლა სათუო გაუხდა.

ტეხასელებს დარჩენილ 9 მატჩში დიდი ძალისხმევა მოუწევთ, რომ სეზონი რეგულარულ ჩემპიონატთან ერთად არ დაასრულონ. დალასელებმა დღეს, გამთენიისას, დასავლეთ კონფერენციის ერთ-ერთ აუტსაიდერ "საკრამენტოსთან" სტუმრად წააგეს.

შეხვედრა უხვქულიანი გამოდგა. მასპინძლებმა 133:111 იმარჯვეს, რითაც დალასელებს წარმატების შანსი არ დაუტოვეს.

ნაოპერაციევ ჩანდლერ პერსონსთან ერთად "მავერიკსს" ტრავმირებული დერონ უილიამსიც აკლდა, რომლის ადგილიც სასტარტო ხუთეულში ჯეი-ჯეი ბარეამ დაიკავა.

რაც შეეხება ფაჩულიას, ქართველი ცენტრი სათადარიგო იყო და მოედანზე 14 წუთით გამოჩნდა, რის განმავლობაშიც 2 ქულა და 1 მოხსნა
დააგროვა.

დალასელთაგან ერთბაშად 8 კალათბურთელი ასცდა 10-ქულიან ზღვარს, რომელთაგან ყველაზე მეტი - 15 ქულა რეიმონდ ფელტონმა მიითვალა. სასტარტო ხუთეულში ცენტრის პოზიციაზე მოთამაშე სალაჰ მეჯრიმ მოედანზე 7 წუთი გაატარა და 2 ქულას, 2 მოხსნას და 1 პასს დასჯერდა.

35 მოგებითა და 38 წაგებით "დალასი" დასავლეთ კონფერენციაში მე-9 ადგილზეა. მომდევნო მატჩს ფაჩულიას გუნდი 29 მარტს სტუმრად "დენვერთან" გამართავს.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 4 /
დალასის გუნდის მფლობელს და მთავარ მწვრთვნელს მივმართავ, ხომ ჩეიტარეთ საკუთარ უკანალზე მაგარი ექსპერიმენტი?! მოგწონთ ახლა თქვენი საქციელი? კაცი ყველა თამაშში ორმაგ დუბლს აკეთებდა, მოვიცკის სათამაშო სივრცეს აძლევდა! გუნდი შეკრული იყო, ყველამ იცოდა ვინ რას აკეთებდა და ვის რაშეეძლო! ძალით დაშალეთ ხომ?! ფაჩულია არ დაიკრგება, თქვენი ბავშვი არაა! ზაზა მხარს გიჭერ. ჟეჟე ერთი ეს ხვითოები!
არჩილ ხოფერია
17:57 28-03-2016
0
ფაჩულიას სეციალურად არ ათამაშებენ ეს ვირთხები, კაცი პლეიოფამდე იანვრის თვეში 11,7 მოხსნას და 10,4 ქულას აკეთებდა ესენი კიდე ადგნენ და ტაქტიკა შეცვალეს ვითომ. ნბა-ს მამებს არ უნდოდათ ვიღაც ქართველი ეგრე გაქაჩულიყო, კაცი კაზინს უსწრებდა ხმებით ხოდა ზაზა დასვეს, ხვდებაც კიდეც რო გავარდნენ უბრალოდ ზაზაზე მწყდება გული
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული