ზაზა ფაჩულია: ეს მე ვუქმნიდი "დალასს" პრობლემებს

AutoSharing Option
"დალას მავერიკსმა" "ორლანდო მეჯიკი" 121:108 დაამარცხა, ხოლო ზაზა ფაჩულიამ ამ თამაშში სეზონის 24-ე ორმაგი დუბლი შეასრულა - 17 ქულა და 10 მოხსნა.

28 დეკემბრის მერე ამდენი ქულა ზაზას არ ჩაუგდია. ამ ორმაგი დუბლით კი ოთხმატჩიანი უდუბლო სერია შეწყვიტა ჩვენმა თანამემამულემ.

ეს "დალასის" ზედიზედ მესამე გამარჯვება იყო. ბოლო 6 საშინაო შეხვედრაში. გუნდმა 4-ჯერ მოიგო და ამ თამაშებში საშუალოდ 125 ქულას აგდებს. ამას ზაზა ფაჩულია და მისი თანაგუნდელები "დალასის" კალათბურთელებისთვის შეტევაში მეტი სივრცის
გამოყოფას "აბრალებენ".

"ჩვენ ახალ სტილს შევეჩვიეთ. ეს განსაკუთრებით მე მეხება. ჩემ გამო გუნდს პრობლემები ჰქონდა.

ახლა ჩვენ შეტევაში მეტი სივრცე გვაქვს, არ ვუშლით და არ ვეკარებით ახლოს თანაგუნდელებს, რომლებიც დრიბლინგით შედიან მეტოქის ფარქვეშ", - განაცხადა ზაზა ფაჩულიამ.

სხვათა შორის, ზაზა ფაჩულიას ვიზავიმ, ნიკოლა ვუჩევიჩმა 18 ქულა ჩააგდო, მაგრამ ყველა მხოლოდ პირველ ნახევარში. შეგახსენებთ, რომ ეს დაპირისპირება მალე ევრობასკეტის შესარჩევ მატჩში გველის საქართველოსა და ჩერნოგორიის ნაკრებებს შორის.