ზაზა ფაჩულიას 6 ქულა, 7 მოხსნა და გამარჯვება "მინესოტასთან" [VIDEO]

AutoSharing Option
PLAYER_GET_VIDEOFLASH
29 თებერვალს, გამთენიისას, ზაზა ფაჩულიას "დალასმა" NBA-ს რეგულარული ჩემპიონატის მორიგი მატჩი შინ "მინესოტასთან" გამართა და ანგარიშით 128:101 დაამარცხა.

ზაზა ფაჩულია, ტრადიციისამებრ, სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 20:08 წუთი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში ქართველმა ცენტრმა 6 ქულა, 7 მოხსნა, 3 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. ფაჩულიამ 4-დან 2 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო.

შეხვედრაში ყველაზე მეტი, 24 ქულა დალასელმა ჩენდლერ პარსონსმა მოაგროვა. მატჩის ერთადერთი ორმაგი დუბლი, 12 ქულა და 11 მოხსნა კი კარლ ანეტონიმ მიითვალა.

ამ გამარჯვების შემდეგ ფაჩულიას გუნდს 32 მოგება და 28 მარცხი დაუგროვდა. ამ მაჩვენებლით დალასელები დასავლეთ კონფერენციაში მე-7 ადგილს იკავებენ.

მომდევნო შეხვედრას "დალასი" ჩვენი დროით 2 მარტს, შინ "ორლანდოსთან" გამართავს.
კარლ ანეტონი :) სტივენ კარი(კარები უკეთესი იქნებოდა) :)
andria
17:50 29-02-2016
0
სიახლეები პოპულარული