sbnation.com: ვისიამოვნოთ, სანამ ზაზა ფაჩულია "დალასშია"

AutoSharing Option
sbnation.com მორიგ სტატიას უძღვნის ზაზა ფაჩულიას სათაურით: "ზაზა ფაჩულიამ იხსნა "მავერიკსის" ჩაგდებული გეგმა ცენტრის პოზიციაზე".

"ბევრი ელოდა, რომ "დალასში" ცენტრის პოზიციაზე ხვრელი იქნებოდა, მაგრამ უცნაურად ეს პოზიცია გამაგრდა. დეანდრე ჯორდანის ტრანსფერმა ფიასკო განიცადა, ტაისონ ჩენდლერი წავიდა, "დალასში" ცენტრის პოზიციაზე ხვრელი გაჩნდა, მაგრამ ზაზა ფაჩულიამ ის წარმატებით ამოავსო", - ვკითხულობთ სტატიაში.

გამოცემამ NBA-ს გუნდების რეიტინგი შემოგვთავაზა ცენტრის პოზიციის მიხედვით. ყველაზე კარგად ლიგაში საქმე "საკრამენტო კინგზს" აქვს, სადაც თამაშობს, ალბათ, დღეისათვის საუკეთესო ცენტრი დამარკუს კაზინსი.

რეიტინგში "დალასი" 30-გუნდიან ლიგაში მერვე ადგილზეა:

"იმის გათვალისწინებით,
თუ რას ველოდით სეზონის წინ, ეს დიდებული მიღწევაა "დალასისთვის". მართალია, ზაზა ფაჩულიამ ოდნავ მოუკლო, ვიდრე სეზონის დასაწყისში თამაშობდა, მაგრამ 32 წლის ცენტრს მაინც საოცარი სეზონი აქვს.

RPM-ის რეიტინგში ზაზა უსწრებს დუაიტ ჰოვარდს, როგორც შეტევაში, ისე დაცვაში და ამ მაჩვენებლით ლიგაში მე-7 ადგილზეა.

თუკი რამე ნაკლი აქვს, ზაზა ამას ფეთქებადი თამაშით, ბოლომდე ბრძოლით აბალანსებს. მისი მოხსნები მეტოქის ფარზე ძალზე მნიშვნელოვანია "დალასისთვის". რომ არა ქართველი, ამ მაჩვენებლით გუნდი ისტორიულად ცუდ შედეგს აჩვენებდა, რადგან, როცა ბურთი ჰაერშია, კარლაილის ბრძანებით ყველა იწყებს დაცვაზე ზრუნვას, ზაზას გარდა.

მართალია, ფაჩულია არ არის კარგი დამფარებელი, მაგრამ დაცვაში მისი თამაში კიდევ ერთი სასიამოვნო სიურპრიზია.

ფაჩულიას დამატება ერთ-ერთი კარგი სვლა იყო კიუბანისგან. ვისიამოვნოთ, სანამ ის "დალასშია".