ზაზა ფაჩულია VS ნიკოლა ვუჩევიჩი - პირველი დუელი შესვენების მერე

AutoSharing Option
ამაღამ ზაზა ფაჩულიას "დალას მავერიკსი" "ყველა ვარსკვლავის" მატჩის შესვენების შემდეგ პირველ შეხვედრას გამართავს. "დალასი" "ორლანდოს" ესტუმრება.

dallasnews.com-ის ინფორმაციით, მთავარი დაპირისპირება ცენტრის პოზიციაზე შედგება - ზაზა ფაჩულია ნიკოლა ვუჩევიჩის წინააღმდეგ. ვუჩევიჩი ლიგის ერთ-ერთი ყველაზე მოქნილი ცენტრია, ის საშუალოდ 17 ქულას აგდებს და 8,9 მოხსნას აკეთებს. ზაზას შედეგი საშუალოდ 10 ქულა და 10,7 მოხსნაა.

"ზაზა ფაჩულიას აშკარად ესაჭიროებოდა პაუზა და მან ის მიიღო. პირველივე თამაშში მას რთული მეტოქე ჰყავს, ნიკოლა ვუჩევიჩი, რომელიც "ოლ სტარის" პაუზამდე საოცარ ფორმაში იყო", - წერს გამოცემა.

ჩვენი
მხრიდან დავამატებთ, რომ ზაზა ვუჩევიჩის წინააღმდეგ ჩვენთვის ორმაგად საინტერესო დუელია - ვუჩევიჩი ხომ ჩერნოგორიის ნაკრების წევრია, იმ გუნდისა, რომელიც ევრო 2017-ის საკვალიფიკაციო ჯგუფში ილიას ზუროსის გუნდის მეტოქეა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული