ზაზა ფაჩულიას სროლაში დირკ ნოვიცკის პირადი მწვრთნელი ავარჯიშებს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"ზაზა ფაჩულიას ამ სეზონში უკვე 22 ორმაგი დუბლი აქვს, რაც მისი ახალი რეკორდია. ის ამ მაჩვენებლით მე-14 ადგილზეა NBA-ში, თუმცა ეს შედეგი ქართველს მაინც არ აკმაყოფილებს", - წერს გერმანული sport1.de.

გერმანული გამოცემა ფაჩულიათი იმის გამო დაინტერესდა, რომ ის დირკ ნოვიცკის თანაგუნდელია "დალას მავერიკსში", თანაც, ქართველი დიდებულად შეეწყო გერმანელ სუპერვარსკვლავს, მათი ურთიერთთანამშრომლობა კი ღრმავდება.

ამ დღეებში დალასში დირკ ნოვიცკის პირადი მწვრთნელი ჰოლგერ გეშვინდერია ჩასული, რომელიც დირკს სპეციალურ ვარჯიშებს უტარებს. ფაჩულიას ძალიან მოეწონა ნოვიცკის ექსტრა-ვარჯიშები, რომლებშიც თავადაც მიიღო მონაწილეობა.

ქართველმა ცენტრმა სთხოვა
დირკს, მისთვის გეშვინდერთან ვარჯიშის უფლება მიეცა. რა თქმა უნდა, ნოვიცკი დათანხმდა. ჩვენებური განსაკუთრებულ ყურადღებას სროლის გაუმჯობესების ვარჯიშებს უთმობს.

"ფაჩულიამ მკითხა აზრი თავის სროლაზე და ვუთხარი, რომ ძალიან ძნელია ასე ქვემოდან ჩაგდება, ცოტა სამუშაო გაქვს-მეთქი", - ნახევრად ხუმრობით თქვა ნოვიცკიმ.

საქმე ისაა, რომ ფაჩულიას სროლის ტრაექტორია ცოტა დაბალია. თურმე იგივე პრობლემა ჰქონია ჩანდლერ პარსონსაც და გეშვინდერთან ვარჯიშის შემდეგ მისი შედეგები დამაიმედებელია.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ქართველი არ არის ეტყობა ზაზა. აბა სად გინახავთ ქართველ სპორცმენს ამდენისთვის(ან ამის მეათედისთვის)მიეღწიოს და ვეტერნობის ასაკს მიტანებული კვლავ სწავლა განვითარებაზე ზრუნავდეს? ჩვენები ხომ საკმარისია ოდნავ პრესტიჟულ გუნდში მოხვდნენ და უკვე მესები და ჯორდანები გონიათ თავები.
goga
09:20 10-02-2016
0
მე 20 საუკუნის საუკეთესო კალათბურთელად საკანდელიძეს მივიჩნევ.ქორქიაც მაგარი იყო და დერიუგინიც მაგრამ მე მაინც ზურაბ საკანდელიძისკენ ვიხრები.ზაზა კიდე უდავოდ თანამედროვე ქართული კალათბურთის ლიდერია
qutaiseli
23:24 09-02-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული