ზაზა ფაჩულიას სროლაში დირკ ნოვიცკის პირადი მწვრთნელი ავარჯიშებს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"ზაზა ფაჩულიას ამ სეზონში უკვე 22 ორმაგი დუბლი აქვს, რაც მისი ახალი რეკორდია. ის ამ მაჩვენებლით მე-14 ადგილზეა NBA-ში, თუმცა ეს შედეგი ქართველს მაინც არ აკმაყოფილებს", - წერს გერმანული sport1.de.

გერმანული გამოცემა ფაჩულიათი იმის გამო დაინტერესდა, რომ ის დირკ ნოვიცკის თანაგუნდელია "დალას მავერიკსში", თანაც, ქართველი დიდებულად შეეწყო გერმანელ სუპერვარსკვლავს, მათი ურთიერთთანამშრომლობა კი ღრმავდება.

ამ დღეებში დალასში დირკ ნოვიცკის პირადი მწვრთნელი ჰოლგერ გეშვინდერია ჩასული, რომელიც დირკს სპეციალურ ვარჯიშებს უტარებს. ფაჩულიას ძალიან მოეწონა ნოვიცკის ექსტრა-ვარჯიშები, რომლებშიც თავადაც მიიღო მონაწილეობა.

ქართველმა ცენტრმა სთხოვა
დირკს, მისთვის გეშვინდერთან ვარჯიშის უფლება მიეცა. რა თქმა უნდა, ნოვიცკი დათანხმდა. ჩვენებური განსაკუთრებულ ყურადღებას სროლის გაუმჯობესების ვარჯიშებს უთმობს.

"ფაჩულიამ მკითხა აზრი თავის სროლაზე და ვუთხარი, რომ ძალიან ძნელია ასე ქვემოდან ჩაგდება, ცოტა სამუშაო გაქვს-მეთქი", - ნახევრად ხუმრობით თქვა ნოვიცკიმ.

საქმე ისაა, რომ ფაჩულიას სროლის ტრაექტორია ცოტა დაბალია. თურმე იგივე პრობლემა ჰქონია ჩანდლერ პარსონსაც და გეშვინდერთან ვარჯიშის შემდეგ მისი შედეგები დამაიმედებელია.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ამიტომაცაა ყველა დროის საუკეთესო ქართველი კალათბურთელი


ყოველთვის სწავლაზე და განვითარებაზეა ორიენტირებული
zazaaa
22:26 09-02-2016
0
21 საუკუნის ყველაზე უკეთესი ქართველი კალათბურთელია უდავოდ! 20 საუკუნის ყველაზე ძლიერი ქართველი კალათბურთელი მიხეილ ქორქიაა, ჩემი აზრით. მიხეილ ქორქია ვეფხვივით მოთამაშე იყო!
არჩილ ხოფერია
22:56 09-02-2016
0

სიახლეები პოპულარული