ზაზა ფაჩულიას რეკორდები NBA-ში

AutoSharing Option
"მაიამისთან" შეხვედრაში ზაზა ფაჩულიამ 22-ე ორმაგი დუბლი მიითვალა, რაც ერთ სეზონში ორმაგი დუბლების მისი ახალი რეკორდია. 2005/06 წლების სეზონში ზაზამ "ატლანტაში" თამაშისას 21 ორმაგი დუბლი გააკეთა.

მოდი, NBA-ში ზაზას სხვა პერსონალური მიღწევებიც ვნახოთ:

საშუალოდ თამაშში
2015/16 წლების სეზონში ფაჩულია თამაშში საშუალოდ 10,3 ქულას, 11,0 მოხსნას (მესამე შედეგი ასოციაციაში), 1,9 პასს, 1,0 ჩაჭრას და 0,3 დაფარებას აკეთებს.

ქულებით საუკეთესო შედეგი ზაზას 2006/07 წლების სეზონში ჰქონდა (ისევ "ატლანტაში") - საშუალოდ 12,2 ქულა თამაშში.

მოხსნებში
ზაზას საშუალო მაჩვენებელი 10-ზე მეტი არასოდეს ჰქონია აქამდე. მეორე მაჩვენებელი 7,9 მოხსნაა თამაშში (2005/06 და 2011/12 სეზონები). შარშანდელთან შედარებით, ზაზამ მოხსნებში 4,2 მოხსნით მოუმატა, ასეთი ზრდა კი იშვიათია, ზაზას ასაკში კი თითქმის, გამორიცხული.

პასებში საუკეთესო 2013/14 წლების სეზონი იყო (მილუოკი), როცა ის საშუალოდ 2,6 პასს აგროვებდა. დაფარებებში საუკეთესო მაჩვენებელი 0,5 იყო თამაშში (4 სეზონში). ჩაჭრებში კი - 1,1 (3 სეზონი).

კარიერა
კარიერაში ზაზა ფაჩულიას ანგარიშზე რეგულარულ სეზონში 6 183 ქულა, 5 117 მოხსნა, 1063 პასი, 622 ჩაჭრა და 304 დაფარებაა.

ამას ემატება 235 ქულა პლეი ოფში, 228 მოხსნით, 30 პასით, 21 ჩაჭრითა და 14 დაფარებით.

ერთ თამაშში
ყველაზე მეტი ქულა - 27 (2007 წელს)
ყველაზე მეტი ქულა სეზონში - 18
ყველაზე მეტი მოხსნა - 21 (2015 წელს ორჯერ)
ყველაზე მეტი მოხსნა სეზონში - 21 (2015 წლის დეკემბერში)
ყველაზე მეტი პასი - 10 (2014)
ყველაზე მეტი პასი სეზონში - 6
ყველაზე მეტი ჩაჭრა - 5 (2015 მარტი, 2015 აპრილი, 2016)
ყველაზე მეტი დაფარება - 3 (8-ჯერ)

სხვადასხვა
862 თამაში რეგულარულ სეზონში
364 - სასტარტო შემადგენლობაში
46 თამაში პლეი ოფში
7 - სასტარტო შემადგენლობაში
ორმაგი დუბლი კარიერაში - 102 რეგულარული + 2 პლეი ოფი
მკითხველის კომენტარები / 1 /
ქართულ პონტში დაწერილი სტატიაა. ნბა-ში მისი პერსონალური რეკორდ- ra sacodaobaa.


ესე ყველა ბავშვი 1 წლიდან დაწყებული თავის რელორდ აუმჯობესებს.


ნბა-ს რეკორდი რაც არის ისიც მოიყვანეთ....
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული