ზაზა ფაჩულიამ რეკორდული, 22-ე ორმაგი დუბლი "მაიამისთან" შეასრულა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"დალას მავერიკსის" ქართველმა ცენტრმა სეზონის 22-ე ორმაგი დუბლი მიითვალა. ამ მაჩვენებლით ფაჩულიამ კარიერაში ორმაგი დუბლების სარეკორდო რიცხვს მიაღწია. შეგახსენებთ, რომ აქამდე ფაჩულიას რეკორდული მაჩვენებელი სეზონში 21 ორმაგი დუბლი იყო.

ზაზა ფაჩულიამ "მაიამის" წინააღმდეგ დალასში გამართულ შეხვედრაში შედეგიანად ითამაშა, თუმცა დასანანია, რომ "მავერიკსმა" შეხვედრა 3 ქულით - 90:93 დათმო.

ზაზამ თამაში სასტარტო ხუთეულში დაიწყო და მოედანზე 39 წუთი გაატარა. ქართველმა ცენტრმა 7 ცდიდან 4 ორქულიანი ჩააგდო, 5 საჯარიმოდან კი კალათში მხოლოდ 2 მოათავსა. ფაჩულიამ კარგად იმუშავა ფარქვეშ და 10 ქულასთან ერთად
მატჩში უმეტესი 15 მოხსნა, 4 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა.

ზაზას თანამებრძოლმა დირკ ნოვიცკიმ 35 წუთში 28 ქულა მოაგროვა, ჩანდლერ პერსონსის ანგარიშზე კი 12 ქულა დაგროვდა. ბოლო წამებზე დალასელებს შეეძლოთ გათანაბრება, მაგრამ რეიმონდ ფელტონის სამქულიანი კალათში არ ჩაეშვა.

28 მოგებითა და 24 მარცხით "დალასი" დასავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზეა. მომდევნო მატჩი "მავერიკსს" თანაშტატელ მძლავრ გუნდთან, "სან ანტონიოსთან" ელის, რომელიც დალასში 6 თებერვალს გაიმართება.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 8 /
ლამის ჯორდანი და ჩემბერლენი თუ გინდ ბიორდი გამიხადეთ ფაჩულია მეტი საქმე არ გაქვთ? ჩვენც ვუყურებთ მაგის თამაშებს ვიცით რას წარმოადგენს
0
ბიორდი არა იბიარდი:))) გეტყობა როგორც უყურებ კალათბურთს
13-ს
15:00 04-02-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული