ზაზა ფაჩულია: მე დირკის ადგილზე თმას სულ გადავიპარსავდი

AutoSharing Option
ზაზა ფაჩულიასთვის წარუმატებელი გამოდგა მატჩი ყოფილ გუნდ "ატლანტასთან" - "დალასი" 97:112 დამარცხდა, ზაზას ანგარიშზე კი მხოლოდ 4 ქულაა (თუმცა 13 მოხსნაც).

თამაშის შემდეგ ზაზა ფაჩულიამ მარცხის მიზეზებზე ილაპარაკა:

"არა მგონია, რომ "მავერიკსი" გადაიღალა. წაგების მიზეზი ბევრი შეცდომაა, რომელიც ამ თამაშში დავუშვით და არა ის, რომ 32 დღეში 19 მატჩი ვითამაშეთ. ჩვენ ვუშვებთ დაუშვებელ შეცდომებს, როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში.

სხვა მიზეზი არ არსებობს, უბრალოდ, უფრო ჭკვიანურად უნდა ვითამაშოთ, რადგან მცირე შეცდომებს წაგებისკენ მივყავართ".

ამასობაში, ტრავმირებულმა დირკ ნოვიცკიმ "ტვიტერზე" გამოფინა თავისი ფოტო ახალი ვარცხნილობით და დაამატა, რომ თანაგუნდელებმა მასხრად ამიგდესო. "გუნდში ყველა ელენ ლი დიჯენერესს მეძახის", - დაწერა გერმანელმა.

დიჯენერესი ცნობილი ამერიკელი ქალი-კომიკოსია. ამ თემაზე ზაზამაც იხუმრა: "მარტო დიჯენერესი? იცით, კიდევ რამდენ ვინმეს შეადარეს? ყველას ვერ ჩამოვთვლი. მე მის ადგილზე მთლიანად გადავიპარსავდი თმას. თავისი ახალი ვარცხნილობა პირველად მან ჩვენ გვაჩვენა და დაიწყო...

მაგრამ დირკი დიდებული ბიჭია, ხუმრობა კარგად ესმის და თავადაც შეუძლია იხუმროს საკუთარ თავზე. "ტვიტერზე" თავადვე დადო ფოტო და ერთობა, აბა, რა აკეთოს? ახლა ხომ ვერ თამაშობს", - თქვა ფაჩულიამ.
მკითხველის კომენტარები / 2 /
კარგად გცოდნია კალათბურთი , და კლივლენდი და ტორონტო რომ სხვა კონფერენციაში არიან არა? )))))
გიორგი
16:17 03-02-2016
0
დალასმა მეექვსე ადგილი მაინც უნდა აიღოს, მერე კლივლენდას და ტორონტოს რომ აცდეს
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული