ზაზა ფაჩულია დაბრუნდა! სეზონის 21-ე დუბლი და მოგება "ბრუკლინთან" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სამმატჩიანი შესვენების შემდეგ ზაზა ფაჩულია მოედანს დაუბრუნდა. "დალას მავერიკსის" ქართველმა ცენტრმა გასული შეხვედრები ფეხის ტრავმის გამო გააცდინა, რის შემდეგაც "ბრუკლინ ნეთსთან" მატჩში დაბრუნდა და თავის გუნდს გამარჯვებაში დაეხმარა.

"დალასმა" შეხვედრა 91:79 მოიგო, ფაჩულიამ კი ორმაგი დუბლი მითვალა, რაც მისთვის სეზონში რიგით 21-ეა.

ქართველი ცენტრი "ბრუკლინთან" მატჩში სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 32 წუთი დაჰყო, რის განმავლობაშიც 16 ქულა, 12 მოხსნა და 3 პასი მოაგროვა. ქართველმა ცენტრმა 10-დან 6 ორქულიანი, ხოლო 6-დან 4 საჯარიმო ჩააგდო.

დალასელთაგან საუკეთესო შედეგი დააფიქსირა ჩანდლერ პერსონსმა,
რომელმაც 19 ქულა და 10 მოხსნა მოაგროვა. "ბრუკლინ ნეთსში" 28 ქულითა და 12 მოხსნით საუკეთესო იყო ბრუკ ლოპესი, თუმცა ამით მან თავისიანებს ვერ უშველა.

მორიგ მატჩს ფაჩულიას გუნდი 1 თებერვალს, დალასში "ფინიქსის" წინააღმდეგ გამართავს.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 3 /
https://videowin.ge/index/video?id=37163
ზაზა ფაჩულიას და ნიკოლა მიროტიჩის ჩხუბი თამაშის დროს
twist_twist
20:54 30-01-2016
0
ეტყობა პოპოვიჩიც მექრთამე ყოფილა, ამ ჩვენ ფეხებს ქართველებო , იმან იკითხოს ვის დააკლდება
levani
12:13 30-01-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული