NBA-ს "ყველა ვარსკვლავის" მატჩი ზაზა ფაჩულიას გარეშე ჩაივლის

AutoSharing Option
28 იანვარს NBA-ს მწვრთნელების მიერ შერჩეული "ყველა ვარსკვლავის" მატჩში მონაწილე სარეზერვო მოთამაშეები გამოვლინდა.

დასავლეთის კონფრენციაში, რომლის გუნდსაც გრეგ პოპოვიჩი გაწვრთნის, შემდეგი კალათბურთელები შეირჩა: კრის პოლი, ჯეიმს ჰარდენი, დრეიმონდ გრინი, ენტონი დევისი, კლეი თომპსონი, დემარკუს კაზინსი და ლამარკუს ოლდრიჯი.

როგორც ხედავთ, მწვრთნელებმა სარეზერვოებში ზაზა ფაჩულია არ აირჩიეს.

შეგახსენებთ, რომ ზაზა ფაჩულიას სულ რაღაც 14 ათასი ხმა დააკლდა და ის "ყველა ვარსკლავის" მატჩში მოხვდებოდა. თუმცა ზაზა მე-4 ადგილზე გავიდა ფორვარდებში და ბოლო იმედი მწვრთნელების ხმები იყო.

"ყველა ვარსკვლავის" მატჩი 14 თებერვალს ტორონტოში გაიმართება.

იხილეთ ინგლისური ვერსია - Zaza Pachulia not selected for NBA All Stars game

დაასრულოკ კარიერა თქო არ მისურვებია. ისეთი ტრავმა რო მიიღონ რო გამოტოვონ ოლსტარი არაფერი დაშავდება. ბოღმა კიდე რაშუაშია ჩემიანი მინდა რო იყოს ოლსტარში.
ჩიკო
18:24 29-01-2016
0
იქნებ ტრამვები მიიღონ??? )))) ღადაობ თუ რა ხდება??? )))
andria
15:33 29-01-2016
0
"ოლ სტარი" არის სანახაობა, სადაც ანგარიშს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. ზაზა კი არის "მძიმე" მოთამაშე. არც ნახტომი, არც სამქულიანი, არც ჩატენვა არ გამოსდის, შესაბამისად, შოუს მონაწილედაც არ გამოდგება. მწვრთნელებმა სწორი გადაწყვეტილება მიიღეს.
ლევანი
14:42 29-01-2016
0
მართალია. გადახედეთ ვესტის შემადგენლობას. როგორ შეიძლება აქედან რომელიმეს ტრავმა გაგიხარდეს? ეს ზოგადად კალათბურთისთვის იქნება ძალიან ცუდი. ჩვენ ისედაც გავაკეთეთ ჩვენი საქმე. ზაზაც და საქართველოც ძალიან ბევრმა ხალხმა გაიცნო და ესეც ძალიან კარგია.
fraternity
11:35 29-01-2016
0
უსურვო ამ დონის ვარსკვლავებს ტრავმა, იმიტომ რომ ზაზამ ითამაშოს, ნამეტანი მარაზმია ხალხნო. მოდით პატივი ვცეთ დანარჩენი მსოფლიოს კალათბურთის ქომაგებს და წარმატება ვუსურვოთ, ვინც შეირჩა, რა არის ეს გაუთავებელი ბოღმა?
0
მაგენი კახპები..)
ucha
10:38 29-01-2016
0
კიდე არის სანსი. როგორც წესი 1-2 კაცი იტრავმება ხოლმე თამაშამდე და იმედია მაშინ მაინც დაუძახებენ ეს დამპლები
ჩიკო
09:54 29-01-2016
0
სიახლეები პოპულარული