ბერას მეგობარ ჰეიეს გრიერის შეცდომა, რის გამოც ფაჩულია NBA All Star-ზე ვერ მოხვდა

AutoSharing Option
როგორც ირკვევა, ზაზა ფაჩულია შევიდოდა სამ საუკეთესო ფორვარდს შორის და "ყველა ვარსკვლავის" მატჩშიც ითამაშებდა, რომ არა ჰეიეს გრიერის შეცდომა.

გრიერი ე. წ. Vine-ის (ვიდეოს გაზიარების სერვისი) ვარსკვლავი, ცნობილი ინტერნეტპერსონაა.

ბერას მეგობარმა გრიერმა ხალხს ზაზას მხარდაჭერისკენ მოუწოდა, სამაგიეროდ კი პირობა დადო, რომ სანაცვლოდ "ტვიტერზე" თითოეული მათგანის მიმდევარი გახდებოდა.

მაგრამ დაშვებული შეცდომის გამო ბევრი ხმა დაიკარგა, რადგან მისი ფანები მის პოსტს აკოპირებდნენ. მან "ტვიტერზე" დაწერა: #NBAVOTEZAZA, #NBAVote Zaza Pachulia-ს ნაცვლად.

Sportall.Ge
ასევე დაგაინტერესებთ