"დალასის" შეფი: ეს რომ მცოდნოდა, ზაზას პირველ ადგილზე გავიყვანდი

AutoSharing Option
ზაზა ფაჩულიას "ყველა ვარსკვლავის" მატჩში მოსახვედრად სულ რაღაც 14 ათასი ხმა დააკლდა.

დასავლეთ კონფერენციის ფორვარდებიდან ფანებმა კობი ბრაიანტი, კევინ დურანტი და კავაი ლეონარდი აირჩიეს, ზაზა კი მე-4 ადგილზე გავიდა.

"დალას მავერიკსის" მფლობელი მარკ კუბანი საჯაროდ უბოდიშებს ქართველ ცენტრს:

"ბოდიშს ვუხდი ზაზას. არ მიმიქცევია ყურადღება ამ არჩევნებისთვის. რომ მცოდნოდა, ყველა საჭირო კავშირს გამოვიყენებდი და მას პირველ ადგილზე გადავიყვანდი", - განაცხადა კუბანმა.
ასევე დაგაინტერესებთ