გიორგი შერმადინის ორმაგი დუბლი და გამარჯვება "სევილიასთან" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გიორგი შერმადინი ევროპის ერთ-ერთ უძლიერეს საკალათბურთო ლიგაში შედეგიან თამაშს აგრძელებს.

მისი გუნდი "ანდორა მორაბანკი" კი მოგებებს აგროვებს და უკვე საპლეიოფო ლიგაში, სადაც შესვლაც ძალიან რთულია, ადგილი გაიმყარა.

მორიგი შედეგიანობა შერმადინმა "სევილიასთან" საშინაო მატჩში გამოავლინა, რომელიც ანდორელებმა დამაჯერებელი სხვაობით - 92:73 მოიგეს.

ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 24 წუთში 13 ქულა, 12 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მარგი ქმედების კოეფიციენტით შერმადინი თანაგუნდელ ბენიტო გომესთან ერთად საუკეთესო იყო ანდორელთა გუნდში.

16 მატჩიდან 8-8 მოგებ-წაგებით ანდორელები მე-6 ადგილზე არიან.
პლეი ოფში რეგულარული ჩემპიონატის საუკეთესო 8 გუნდი გადის. მორიგ მატჩში ესპანურ ლიგაში ქართული დერბი შედგება: ვიტორიაში თორნიკე შენგელიას "ლაბორალ კუჩა" შერმადინის გუნდს უმასპინძლებს.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
ყოჩაღ, გიორგი
ძია ჯამლეთი
22:25 17-01-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული