ზაზა ფაჩულიას "ჩიკაგოსთან" ორმაგ დუბლამდე ქულა დააკლდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თბილისის დროით 16 იანვარს, გამთენიისას, "დალას მავერიკსმა" სტუმრად აღმოსავლეთ კონფერენციის სამეულის წევრი "ჩიკაგო ბულზი" დაამარცხა და ამაში ზაზა ფაჩულიას სოლიდური წვლილი მიუძღვის.

ტეხასური გუნდის ქართველმა ცენტრმა ორმაგი დუბლის ზღვარს უწია და სავარაუდოდ მეტსაც მოიხვეჭდა, მატჩის დასრულებამდე 1:40 წუთით ადრე პერსონალურების ლიმიტის გამო მოედანი რომ არ დაეტოვებინა. იმ მომენტისთვის დალასელები 79:75 იგებდნენ და საქმე გამარჯვებამდე წარმატებით მიიყვანეს - 83:77.

ფაჩულია სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 34 წუთი გაატარა. ზაზამ 10-დან 4 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. 9 ქულასთან ერთად ქართველმა
ცენტრმა 10 მოხსნა, 4 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. აღსანიშნავია, რომ ზაზას 4 პასი მეორე შედეგი იყო "დალასში".

ზაზასთან ერთად გამორჩეულად სასარგებლონი იყვნენ დირკ ნოვიცკი (21 ქულა, 7 მოხსნა) და დერონ უილიამსი (18 ქულა, 6 პასი). ჩიკაგოელთაგან 17 ქულით და 8 მოხსნით პაუ გასოლი გამოირჩა, 18 ქულა მიითვალა დერიკ როუზმა.

NBA-ს რეგულარულ ჩემიონატში ჩატარებულ 41 შეხვედრაში "მავერიკსს" 23 მოგება და 18 მარცხი აქვს და ამ შედეგით დასავლეთ კონფერენციაში მეხუთეა.

დალასელებს მორიგ მატჩში რთული გამოცდა ელით. ფაჩულიას გუნდი 18 იანვარს სან ანტონიოში სრულიად ლიგაში მეორე შედეგის მქონე "სფურსს" შეხვდება.

მომზადებულია nba.com-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 4 /
10-დან4 ორქულიანჩააგდო, გადი ნბა
ფაჩული
23:39 16-01-2016
0
შენც არ იმსახურებ კომენტარის დაწერას მაგრამ უფლება მოგეცა ხომ ხედავ
beqas
18:25 16-01-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული