მეხუთე ადგილზე NBA-ში - ზაზა ფაჩულიას ხელფასი მის თამაშს არ შეესაბამება

AutoSharing Option
thesportsquotient.com-მა NBA-ს 10 კალათბურთელი გამოარჩია, რომლებსაც ხელფასზე უკეთესი სათამაშო შედეგები აქვთ, ანუ უფრო ნაკლებ ხელფასს იღებენ, ვიდრე იმსახურებენ.

მეხუთე ადგილზეა "დალას მავერიკსის" ცენტრი ზაზა ფაჩულია.

ლიგის საუკეთესო ათეულის გამოსავლენად შემუშავებულია ფორმულა. ყველა სახის ძირითადი სტატისტიკა თავმოყრილია ეგრეთ წოდებულ Impact Score-ში, რომელიც შემდეგ გაყოფილია კალათბურთელის ამ სეზონის ხელფასზე (ქულა, რაც ნაკლები, უკეთესია).

ზაზამ 129,19 ქულა დააგროვა, რაც მეხუთე შედეგია:

"რიკ კარლაილის გუნდში ზაზა ფაჩულია ორმაგი დუბლების შემსრულებელ მანქანად იქცა. ის საშუალოდ 10,7 ქულასა და ამდენივე მოხსნას აკეთებს თამაშში. ცენტრი ამ სეზონში
უფრო მეტად უტევს, ვიდრე წინაში. ფარქვეშიდან ის 61%-იანი სიზუსტით ისვრის, რაც გაცილებით მეტია, ვიდრე ადრე (54%). ის მეშვიდე ადგილზეა ორმაგი დუბლების რაოდენობით, მეექვსე საუკეთესო მომხსნელია ლიგაში პროცენტული მაჩვენებლით", - წერს საიტი.

ზაზა, ყველაფერ ამასთან ერთად, მოკრძალებულ 5,2 მილიონ დოლარს იღებს სეზონში.

ფაჩულიაზე უფრო ეფექტური ამ მაჩვენებლით მხოლოდ ოთხი კალათბურთელია: კარლ-ენტონი თაუნსი (122,65), ენტონი დევისი (123,16), სტეფ კარი (127,84) და აიზეა თომასი (128,37).
ასევე დაგაინტერესებთ