"მილუოკიმ" ფანების საქციელის გამო ზაზა ფაჩულიას ბოდიში მოუხადა

AutoSharing Option
9 იანვარს "დალასი" "მილუოკის" ესტუმრა და 95:96 წააგო. ეს პირველი შემთხვევა იყო, ტრეიდის შემდეგ, რაც ზაზა ფაჩულია მილუოკიში სათამაშოდ ჩავიდა.

მან 9 ქულა და 15 მოხსნა დააგროვა. ელოდნენ, რომ "ბაქსის" გულშემატკივრები მას თბილად დახვდებოდნენ, მაგრამ მათმა ნაწილმა ზაზა შეძახილებით წყობიდან გამოიყვანა. ისინი ფაჩულიას უყვიროდნენ: "დაჯექი ზაზა".

"squad 6  თუ რაც გქვიათ, თქვენ ბიჭებო ნამდვილი უკლასო იდიოტები ხართ", - დაწერა ზაზამ "ტვიტერზე".

ზაზას ამ პოსტს "მილუოკის" ოფიციალური "ტვიტერის" გვერდი გამოეხმაურა: "ჩვენ ძალიან გვიყვარხარ ზაზა მილუოკიში. ისინი ჩვენი ფანების წარმომადგენლები არ არიან
და ჩვენ მათ ნაცვლად გიხდით ბოდიშს".

Sportall.Ge

ასევე იხილეთ:
ზაზა ფაჩულიას 9 ქულა და 15 მოხსნა მილუოკიში ქულით წაგებულ მატჩში [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 2 /
ამას ქვია სპორტული კულტურა. ნეტავ ჩვენთან როდის შემოვა ის?
irakli
09:26 11-01-2016
0
ზაზა მიყვარხარ ძალიან მაგარი ხარ წარმატებებიიიი
taziko
23:25 10-01-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული