ეს სასაცილო, მაგრამ არაჩვეულებრივია! - ზაზა ფაჩულია NBA ALL STAR-ის შედეგებზე

AutoSharing Option
საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტნის ზაზა ფაჩულიას გუნდმა "დალას მავერიკსმა" NBA-ს რეგულარულ ჩემპიონატში მორიგი მატჩი სტუმრად "მილუოკი ბაქსთან" გამართა და ერთი ქულის სხვაობით, ანგარიშით 95:96 დამარცხდა.

შეხვედრის შემდეგ ქართველ კალათბურთელთან ინტერვიუ თითქმის ყველა ჟურნალისტმა ერთდროულად მოისურვა. ყველას ერთი კითხვა ჰქონდა: როგორ მოხდა ის, რომ NBA ALL STAR-ის გამოკითხვაში ფაჩულია დირკ ნოვიცკის ასეთი სხვაობით უსწრებდა.

შეგახსენებთ, რომ შუალედური შედეგები 7 იანვარს გამოქვეყნდა. ზაზა ფაჩულიამ 194 421 ხმა დააგროვა და დასავლეთ
კონფერენციაში ამ მაჩვენებლით მე-8 პოზიციას იკავებს. მისი გერმანელი თანაგუნდელი კი მე-13 პოზიციას იკავებს, რომელსაც ზაზაზე ორჯერ ნაკლები, 99 681 ხმა დაუგროვდა.

"ეს უბრალოდ, სასაცილოა. ჩემთვის მიცემულ ხმებში ბევრი ამერიკულია, მათ შორის ჩემი ყოფილი გუნდების გულშემატკივრებისაც. მაგრამ აუცილებლად ქართველები უნდა გამოვარჩიო - უდიდესი წვლილი ჩემს თანამემამულეებს მიუძღვნით.

ნოვიცკის კი ვუთხარი, აი, ხომ ხედავ, ქართველები გერმანელებზე აქტიური ხალხი ვართ-მეთქი. ჩვენ ამ თემაზე ძალიან ბევრს ვხუმრობთ, მაგრამ ნამდვილად არაჩვეულებრივი გრძნობაა, როდესაც ასეთ დიდებულ კალათბურთელებზე მაღლა ხედავ საკუთარ თავს", - განაცხადა ფაჩულიამ.
ასევე დაგაინტერესებთ