si.com: ფაჩულია ჯორდანის ნაცვლად, სხვაობაც ეს არის

AutoSharing Option
si.com-მა გამოაქვეყნა NBA-ს სავარაუდო ცხრილი 2015/16 წლების სეზონში სატრანსფერო ცვლილებებისა და დრაფტის გათვალისწინებით.

გთავაზობთ თავს, რომელიც "დალას მავერიკსს" ეძღვნება, ზაზა ფაჩულიას ახალ გუნდს.

დალას მავერიკსი
2014/15 წლების მიღწევა: 50-32
მნიშვნელოვანი შემატება: უესლი მეტიუსი (6,2 მლნ დოლარი), დერონ უილიამსი (3,6), ზაზა ფაჩულია (4,2)
მნიშვნელოვანი დანაკარგი: ტაისონ ჩენდლერი (10,3), მონტა ელისი (3,6), ალ-ფარუქ ამინუ (3,3), ბრენდან რაითი (2,9)
2015/16 წლების მიღწევა (სავარაუდო): 41-41

დეანდრე ჯორდანმა უარი უთხრა "დალასს" და ლოს ანჯელესში დარჩა. ამიტომაც გუნდი იძულებული გახდა, სასწრაფოდ ზაზა ფაჩულია აეყვანა. აი, ეს
არის განსხვავება, რის გამოც "დალასმა" არათუ პლეი ოფში საშინაო უპერატესობა ვერ მოიპოვოს, არამედ სულ ვერ გავიდეს პლეი ოფში.

Sportall.Ge
ასევე დაგაინტერესებთ