"მილუოკის" მწვრთნელი: ზაზა ფაჩულია მაგარი კაცია

AutoSharing Option
ზაზა ფაჩულიამ დიდებულად ითამაშა "ფილადელფიასთან" მატჩში, რომელიც "მილუოკიმ" 97:77 მოიგო. ქართველი ცენტრის ანგარიშზე თითქმის სამმაგი დუბლია: 11 ქულა, 12 მოხსნა და 7 პასი.

7 პასი მისთვის სეზონის საუკეთესო შედეგია. აი, რას წერს fox sports-ი:

"ყველამ კარგად იცის, რომ ზაზა ფაჩულია NBA-ს "დიდებში" ერთ-ერთი საუკეთესო მეპასეა. როცა ლიგის 11-წლიანი ვეტერანი პარკეტზეა, "ბაკსი" უკეთესად და უფრო ჭკვიანურად უტევს".

ზაზას აქებს "მილუოკის" თავკაცი, ახლო წარსულში ფანტასტიკური გამთამაშებელი ჯეისონ კიდი:

"ზაზა ფაჩულია მაგარი კაცია. ის ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ლიდერია როგორც პარკეტზე, ისე მის გარეთ.
ამ ლიგაში, როცა საჭირო წუთებს მიიღებ სათამაშოდ, უნდა აჩვენო, რა შეგიძლია.

ყველამ კარგად ვიცით, რომ Z-ს შეუძლია კარგი პასის გაკეთება, კარგი სროლა და მოხსნები, მაგრამ ახლა, როცა სათამაშო დრო გაეზარდა, ის ორმაგ დუბლებს აკეთებს და ფარზე თამაშის პრობლემას გვიხსნის".

ასევე იხილეთ:
ზაზა ფაჩულიას "ფილადელფიასთან" მატჩში სამმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა! [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 6 /
კარგი პიროვნება, კარგი კალათბურთელი, იმრავლოს ასეთმა ქართველებმა!!!
ruso
12:53 09-01-2015
0
გენაცვალე ლომი ხარ ლომი
koba
02:35 09-01-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული